მიხეილ გიორგაძე გელათის მონასტრისა და გეგუთის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველო, თბილისი - 11:19 | 20.06.2016 ნანახია: 2561
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გელათის მონასტერი, გეგუთის სასახლის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა.
ამ ეტაპზე, გეგუთის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს; ასევე, ეწყობა არქეოლოგიური (ვიზიტორთა) ცენტრი და საიტი. ივნისსა და ივლისში ჩატარდება გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც არქეოლოგიურ სამუშაოებს გულისხმობს, მეორე ეტაპი კი, რომელიც აღმოჩენილი მასალების კვლევას მოიცავს, აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გეგუთის სასახლეზე არქეოლოგიურ სამუშაოებს არქეოლოგი როლანდ ისაკაძე ხელმძღვანელობს.
გეგუთის სასახლის კომპლექსთან 2015 წელს შუშის კონსტრუქცია დამონტაჟდა, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ძეგლი პირვანდელი სახით, პერსპექტივაში აღიქვას. გამოყენებული ტექნოლოგია საქართველოში უნიკალურია. ძეგლზე აგრეთვე დამონტაჟდა გარე განათება.
კულტურის მინისტრმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს ასევე გელათის მონასტრის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი, სადაც უკვე რამდენიმე წელია სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - ღმრთისმშობლის შობის ტაძრის გუმბათზე შეიცვალა დაზიანებული სარკმლის ალთები; მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს გუმბათის ყელის ქვის კონსერვაციის სამუშაოები; აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით კი მთავარი ტაძრის გუმბათი მოჭიქული კრამიტით გადაიხურება; კონსტრუქციულად გამაგრდა გუმბათი.
გეგუთის სასახლე:
2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგუთის სასახლის კომპლექსზე სარეაბილიტაციო, არქეოლოგიური და საველე სამუშაოები განხორციელდა. არქეოლოგიური სამუშაოების პროცესში კომპლექსის სხვადასხვა ნაწილში გაიჭრა თხუთმეტი თხრილი, რის საფუძველზეც ძეგლის სტრატიგრაფია დაკონკრეტდა. გამოვლინდა აქამდე უცნობი ნაგებობები. ყველაზე ადრეული - პირველი, მეორე და მესამე არქიტექტურული ფენების კუთვნილი, დუღაბზე ნაგები რიყის ქვით ნაგები კედლებია, სადაც IV_V სს ციხისა და მის ფარგლებში არსებული სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები გამოიკვეთა. რიყის ქვით ნაგებ ბურჯზე დაფიქსირებული შეღებილი შელესილობა ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს არქეოლოგიაში სრულიად ახალი მოვლენაა. მეოთხე სამშენებლო ფენა, დიდ კვადროვანი წყობით ნაგებ კუთხამოყვანილობის ციხეს წარმოადგენს, რომელიც რვანახევარწრედ გამოზიდული კოშკებით უნდა ყოფილიყო გამაგრებული. სტრატიგრაფიულად მომდევნო ეტაპი ბუხრიანი ოთახი და სწორკუთხა ნაგებობაა, რომელიც ბუხრიანი ოთახის აგებისას ნაწილობრივ დანგრეულა. ეს ფენა ძლიერი ხანძრის შედეგად არის განადგურებული და მას მურვან ყრუს VII ს-ის სადამსჯელო ექსპედიციებს უკავშირებენ. მეშვიდე და მერვე ფენებს აგურის შენობა განეკუთვნება, რომლის სრული გეგმის გამოვლენა 2016 წლის არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დადგინდება. წინასწარი დასკვნებით ეს ნაგებობა გაბარიტებით მეცხრე ფენის გრანდიოზულ აგურის სასახლეს უტოლდება, პარალელურ მასალებზე დაყრდნობით კი - ქუთაისის ნაქალაქარსა და ბაგრატის ტაძრის სტრატიგრაფიის გათვალისწინებით, აფხაზთა მეფეების სამშენებლო აქტიურობას უკავშირებენ. ამავე ეპოქას განეკუთვნება მეხამეტე და მეთოთხმეტე თხრილებში გამოჩენილი გალავანის ფრაგმენტიც, რომელიც შესაძლოა სასახლეს მთელს პერიმეტრზე ესაზღვრებოდა. მეცხრე ფენა -აგურით ნაგები გრანდიოზული სასახლე - წინასწარი დასკვნებით დავით აღმაშენებელს, გიორგი III -ს და თამარის ეპოქას უკავშირებენ.
გელათის მონასტერი:
გელათის მონასტერში სამი - ღმრთისმშობლის შობის (1106 წ.), წმინდა გიორგისა (მე-13 ს.) და წმინდა ნიკოლოზის (მე-13 ს) - ეკლესია დგას. ეზოს დასავლეთ ნაწილში სამრეკლოსა და აკადემიის შენობებია. მონასტერი ასევე მე-18 - მე-20 საუკუნეების რამდენიმე სახლს მოიცავს. გალავანს ორი კარიბჭე აქვს- სამხრეთი კარიბჭე უძველესია. მასში დავით აღმაშენებელია დაკრძალული. ხის დიდ არქიტრავზე კი დემეტრე I-ის მიერ განჯის ციხიდან წამოღებული ნაალაფარი რკინის კარია ჩამოკიდებული. მონასტრის აღმოსავლეთი კარიბჭე, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს, მე-18 საუკუნეშია გაჭრილი. გელათის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარია.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















