ბრიტანელი პარლამენტარის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოში გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 14:32 | 19.06.2016
ნანახია: 1563

მამაკაცი, რომელიც ევროკავშირის მომხრე ბრიტანელი პარლამენტარის მკვლელობაშია ბრალდებული, 18 ივნისს სასამართლოში გამოცხადდა. ,,რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სიტყვებით: „სიკვდილი მოღალატეებს! თავისუფლება ბრიტანეთს!“ ასე უპასუხა მან მოსამართლის შეკითხვას დაესახელებინა მისი ნამდვილი სახელი და დაბადების წელი.

52 წლის ტომას მაიერს ლონდონის ვესტმინსტერის მაგისტრატურის სასამართლომ ბრალი წაუყენა ლეიბორისტული პარტიის პოპულარული წევრი, პარლამენტარი ქალის ჯო კოქსის მკვლელობაში. თავდასხმა ცეცხლსასროლით და ცივი იარაღით მოხდა ლონდონიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლიდსში. 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე