გიორგი კვირიკაშვილი დონალდ რამსფელდს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:03 | 18.06.2016
ნანახია: 1525

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტდონალდ რამსფელდს შეხვდა. 
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სასტუმრო „რუმსში" გაიმართა, სადაც დღეს კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის(CAMCA) რეგიონული ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა. 
გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ რამსფელდს, საქართველოს  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაამას ძალიან აფასებს. 
შეხვედრისას საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს შეეხო. პრემიერმა დონალდ რამსფელდსასევე მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე.
შეხვედრა CAMCA-ს რეგიონული ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ორგანიზებულია რამსფელდის ფონდისა და ჯონსჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია–კავკასიის ინსტიტუტის მიერ. ფორუმში მსოფლიოს 18 ქვეყნის 150-ზე მეტიწარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი რეგიონისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და საკითხებს განიხილავენ. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე