ფიქრია ჩიხრაძე: ვანო მაჭავარიანის დანიშვნა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის

საქართველო, თბილისი - 17:15 | 17.06.2016
ნანახია: 1710

პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ ვანო მაჭავარიანის დანიშვნა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის. მისი თქმით, მაჭავარიანის დანიშვნა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ, გიგა ბოკერიას გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრასთან კავშირში არ არის.
”რაც შეეხება ვანო მაჭავარიანს, ის ადრეც მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არის საკმაოდ გამოცდილი კადრი, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ასევე, ამ ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება. ბუნებრივია, ის გადაწყვეტილება რომელიც პრეზიდენტმა მიიღო, ეს არის პრეზიდენტის და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, გნებავთ ოპოზიციის და გნებავთ ხელისუფლების მიღებული გადაწყვეტილება”, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე