„კალა კაპიტალ ლიმიტედი“ „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს

საქართველო, თბილისი - 16:20 | 17.06.2016
ნანახია: 1747

"კალა კაპიტალ ლიმიტედი“ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას პასუხობს. განცხადებას კომპანიის დირექტორები ავრცელებენ.

„ჩვენ, „კალა კაპიტალ ლიმიტედის“ დირექტორები - ჯორჯ ათანასი და სუზან კალოგრეიდსი ვაცხადებთ, რომ კომპანიას შექმნის დღიდან არასდროს საოპერაციო-საბანკო ანგარიში კვიპროსში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ჰქონია, შესაბამისად, არანაირი გადარიცხვა კომპანიის მიერ 2016 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. აგრეთვე, არ გაცემულა მესამე პირებზე უფლებამოსილება საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს „კალა კაპიტალი“ ფულს ურიცხავდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე