ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ დაიწყო
საქართველო, თბილისი - 15:36 | 17.06.2016 ნანახია: 2676
არ შეგეშინდეთ ახალი იდეების, არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის; პირველი ნაბიჯის გადადგმა არის უმთავრესი, იმისთვის, რომწარმატებას მიაღწიოთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინოვაციური ბიზნესისხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" პრეზენტაციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს.
პრემიერმა „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმისფარგლებში დაიწყო და აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანის შესაძლებლობების რეალიზაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ძალიანმნიშვნელოვანია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება, რათა ადამიანებმა იფიქრონ, როგორ მოიფიქრონ ახალიიდეები იმისთვის, რომ შექმნან საკუთარი ბიზნესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევქმნათ შესაბამისი ეკოგარემო, რომელშიცახალგაზრდები, ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანები ამას შეძლებენ. ამიტომ, დღეს ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ პროგრამას - "სტარტაპსაქართველო". ეს არის პროგრამა, რომელიც შეცვლის ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ, გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და განავითარებსქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებს უნდა ჰქონდეთსიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეა და, შესაძლოა, სრულიად არ ჰქონდეთ კაპიტალი, რომლითაც ბიზნესი უნდა დაიწყონ. გიორგიკვირიკაშვილის შეფასებით, ახალი პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ ქმნის შესაძლებლობებს ნიჭიერი ადამიანებისთვის, რათა მათ,საწყისი კაპიტალის არქონის პირობებშიც, წამოიწყონ ბიზნესი.
„გარემო, სადაც ჩვენ ვიმყოფებით - ტექნოპარკი, რომელიც სულ უახლოეს წარსულში შეიქმნა, იძლევა საშუალებას, გამოვიყენოთმთლიანად აქ არსებული ინფრასტრუქტურა; აქ არის იურიდიული კომპანიების მომსახურება, აქ გახლავთ ის სამეწარმეო საწყისიინფრასტრუქტურა, რომელიც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს მისცემს საშუალებას, წამოიწყონ ბიზნესი და, რა თქმა უნდა, იმადამიანებს, რომლებსაც ამ პროგრამით ბიზნესიდეები დაუფინანსდებათ, სახელმწიფო დაეხმარება ასევე ექსპორტში და მათიშესაძლებლობების ქვეყნის გარეთ რეალიზებაშიც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, პროგრამისთვის საწყის ეტაპზე 11 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო შემდგომ, გათვალისწინებულია პროგრამისბიუჯეტის 35 მილიონ ლარამდე გაზრდა.
განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა.დაინტერესებული პირები, ერთი ფანჯრის პრინციპით, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ტექნოლოგიური პარკის შენობაში, ასევე,იმუშავებს ცხელი ხაზი.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროგრამის დაწყების მოსამზადებელ სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა -ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საპარტნიორო ფონდს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისსააგენტოს.
„ეს პროგრამა გახლავთ 4 პუნქტიანი რეფორმების პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი, ეკონომიკური განვითარების ბლოკის ერთ-ერთიუმნიშვნელოვანესი მიმართულება. ამ ბლოკით გათვალისწინებულია ასევე ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია. მოგეხსენებათ, რომსაკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. ასევე, რა თქმა უნდა, ამ ბლოკის უმთავრესი ნაწილია, რომ დამწყებ ბიზნესმენებსმიეცეთ საშუალება, მოიპოვონ დაფინანსება თავიანთი იდეების განსახორციელებლად. უმთავრესი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ არშეგეშინდეთ ახალი იდეების, არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის; პირველი ნაბიჯის გადადგმა არის უმთავრესი, იმისთვის, რომწარმატებას მიაღწიოთ", - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდებს.
გიორგი კვირიკაშვილმა, ახალგაზრდების წახალისებისა და მათი საინტერესო, ინოვაციური იდეების განხორციელების სტიმულირებისმიზნით, რამდენიმე ცნობილი ფრაზა გაიხსენა.
„კომპანია „ამაზონის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბუზოსი აცხადებს - „როდესაც მე ბიზნესს ვიწყებდი,ზუსტად ვიცოდი, რომ არ ვინანებდი, თუ ეს წამოწყება დამთავრდებოდა კრახით, მაგრამ ასევე ზუსტად ვიცოდი, რომ ვინანებდიერთადერთ რამეს - რომ არ მეცადა ჩემი იდეის განხორციელება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს ასევე გაახსენა ცნობილი კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის მაგალითი, რომელმაც კარიერისმანძილზე, უამრავი ქულა მოიპოვა და მრავალი სროლა განახორციელა, რომელიც აცილებით დამთავრდა; მას 36-ჯერ მიეცა გუნდისთვისგადამწყვეტ მატჩში, გადამწყვეტი სროლის განხორციელების საშუალება, 36-ჯერ ააცილა ბურთი კალათს და სწორედ ეს იყო მისიწარმატების საწინდარი.
„ამიტომ, მინდა, არასოდეს შეგეშინდეთ წარუმატებლობის, მინდა, ყოველთვის სცადოთ და დავასრულებ უინსტონ ჩერჩილის ძალიანცნობილი ფრაზით - „მაშინაც კი, როდესაც თქვენ გიწევთ ჯოჯოხეთის გავლა, გააგრძელეთ სიარული. ეს არის წარმატების საწინდარი", -განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა პრეზენტაციაზე რამდენიმე ახალგაზრდის ინოვაციური იდეებიც მოისმინა, რომლებიც შესაძლოა, მომავალში ახალიპროგრამით დაფინანსდნენ.
პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის წევრები, საპარტნიორო ფონდისა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელებიდა ახალი სახელმწიფო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი ახალგაზრდები დაესწრნენ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















