გიორგი მარგველაშვილი: თუ არჩევნებში მონაწილეობით არ აიღებ სახელმწიფოზე პასუხისმგებლობას, შენ დაკარგავ თავისუფლებას
საქართველო, თბილისი - 15:24 | 17.06.2016 ნანახია: 1867
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორია გახსნა დასაჯარო ლექცია წაიკითხა.
საჯარო ლექციაზე „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის 25 წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში საზოგადოების წინაშე მდგარ ამოცანებზე,პოლიტიკურ პროცესებში თითოეული მოქალაქის ჩართულობაზე და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არ წავა არჩევნებზე და არმიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას.
„ერთერთი მთავარი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გადადგას საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების ფორმირებაა.
ამ პროცესის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი, პოლიტიკური სისტემის მმართველობის ფორმირებაა.
ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. ეს არჩევნები არ არის უბრალოდ არჩევნები პოლიტიკოსებს შორის, ეს არჩევნები არის არჩევნები ჩვენითავისუფლებისათვის.
ჩვენ უნდა დავინახოთ, ვის ვაძლევთ ხელში მართვის ბერკეტებს. დავავალოთ მათ - როგორ მართონ და პასუხი მოვთხოვოთ - როგორ მართავენ სისტემას.
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამბობს, რომ არ წავლენ არჩევნებზე, ან მათ არ აქვთ გადაწყვეტილი ვის მისცენ ხმა, ან, მათ არ აინტერესებთ პოლიტიკა. ეს არის ერთერთიმთავარი პრობლემა ჩემთვის.
მოქალაქის პასუხისმგებლობა, გარდა იმ ვალდებულებებისა, რომ დაიცვას კანონი, არის დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური სისტემის ფორმირება.
ვერ იქნები დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყანაში თავისუფალი მოქალაქე, თუ არ აიღებ სახელმწიფოზე პასუხისმგებლობას. თუ შენ ამ პასუხისმგებლობას გაექცევი და იტყვი, რომ პოლიტიკა არგაინტერესებს, იტყვი რომ პოლიტიკა ბინძურია, იტყვი რომ არცერთი პოლიტიკოსი არ მოგწონს, იტყვი, რომ ეს შენი საქმე არაა, იცოდეთ რომ აი ამ მომენტში, თქვენ, კარგავთ თქვენ თავისუფლებასდა გარდა ამისა, თქვენ უკარგავთ თავისუფლებას თქვენს თანამოქალაქეებს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ხშირად პოლიტიკოსების მიმართ საზოგადოებაში აპათიაა და სვამენ კითხვას, რომ როცა არცერთი პოლიტიკოსი არ მოსწონთ რატომ უნდა წავიდნენარჩევნებზე.
„არჩევნები ფაქტია. არჩევნები შედგება და თითოეული ხმა, რომელიც არ იქნება დაფიქსირებული ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ, ფიქსირდება თავისუფლების წინააღმდეგ, ფიქსირდება იმპოლიტიკური ჯგუფების კონტექსტში, რომლებსაც აწყობთ, რომ ამომრჩეველი იყოს აპათიური", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, წელს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს. საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და დღეს მთელი საზოგადოების მიზანსა დაამოცანას თავისუფლებისაკენ სწრაფვა წარმოადგენს.
„თავისუფლება მდგომარეობს იმაში, რომ შენი აზრის გვერდით, სხვისი აზრის არსებობის მნიშვნელობა აღიარო.
სამწუხაროდ, როდესაც ვაჯამებთ დამოუკიდებლობის 25 წელს, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ დაპირისპირებას.
ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსთა ჯგუფებს, პარტიებს რომლებსაც მიაჩნდათ, რომ მეორე მხარე საერთოდ უნდა გაექროთ და არ უნდა არსებულიყო, რათა მარტო ისინი ყოფილიყვნენერთადერთი სიმართლის და ჭეშმარიტების მატარებელი პოლიტიკური ძალა.
არამარტო პარტიებში, საზოგადოებრივ დისკუსიებშიც ასე იყო, მაგრამ საზოგადოების ძალას ხედავ იმაში, რომ შენ აი იმ მეორე მხარეს გააერთიანებ შენთან, რაღაც კომპრომისზე წახვალთ ორივენიდა ქვეყანას არ შეარყევთ ისე როგორც არაერთხელ შეგვირყევია. აი, ეს არის საზოგადოება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სწორედ თავისუფლებისაკენ სწრაფვის კონტექსტში განიხილება საპარლამენტო არჩევნები და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა.
პრეზიდენტმა საჯარო ლექციის შემდეგ სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც საქართველო - რუსეთის ურთიერთობებს, ოკუპირებულ ტერიტორიებს, ევროინტეგრაციას, ეკონომიკურ რეფორმებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















