გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს სპეციალურ სივრცეს სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 13:07 | 10.10.2015
ნანახია: 1877

გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს სპეციალურ სივრცეს სთავაზობს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე მთთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, მოისმინონ სპეციალისტების შეფასებები და პროფესიული ცოდნა აიმაღლონ.

ამჯერად „NEA სფეროს“  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე სტუმრობდა , რომელმაც სტუდენტებს კავკასიის სეისმურობის საკითხებზე ესაუბრა და მიმდინარე პროცესები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ “NEA სფერო“ სტუდენტებს ყოველ ხუთშაბათს 18.00 საათიდან უმასპინძლებს. მათ როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ასევე მოწვეული სტუმრები ლექციებსა და სემინარებს ჩაუტარებენ, სტუდენტებს ასევე ექნებათ საშუალება საკუთარი კვლევები და მოსაზრებები გააცნონ ექსპერტებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე