თურქეთის ეკონომიკის მინისტრი: ანკარა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას არ ნანობს

საქართველო, თბილისი - 11:31 | 17.06.2016
ნანახია: 1960

თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბეჩქიმ განაცხადა, რომ თურქეთი არ ნანობს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას, თუმცა ამასთან დაკავშირებით წუხს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Hürriyet Daily News-ი იუწყება.

”ჩვენ არ ვნანობთ, ნაგრამ ვწუხვართ. ჩვენი ვარაუდით ისინიც(რუსული მხარე)  შეწუხებულნი უნდა იყვნენ თურქეთის საჰაერო სივრცის განზრახ დარღვევის გამო”, - განაცხადა მინისტრმა.

ზეიბეჩქის თქმით, რუსეთი მოცემულ სიტუაციაში მართალი არ იყო, რადგან მისი თვითმფრინავი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად თურქეთის საჰაერო სივრცეში 13-14 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

მინისტრის თქმით, მოსკოვსა და ანკარას შორის კონფლიქტი ორივე მხარისთვის ნეგატიური შედეგებით განვითარდა და აღნიშნული სიტუაციიდან გონივრული გამოსავალი ურთიერთობის სასწრაფოდ დალაგება იქნება.

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა 2015 წლის ნოემბერში თურქეთის ავიაგამანდგურებლის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოდგების შემდეგ გამწვავდა.


 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე