გაერომ ”ისლამური სახელმწიფო” იეზიდების გენოციდში დაადანაშაულა

საქართველო, თბილისი - 10:35 | 17.06.2016
ნანახია: 1522

გაერომ ”ისლამური სახელმწიფო” ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე იეზიდების გენოციდში დაადანაშაულა.

სპეციალური კომისიის მიერ მომზადებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები ამ ეთნო-რელიგიურ ჯგუფს საშინელი სისასტიკით ექცეოდნენ.

მოსხენებაში მოყვანილია ცნობები ათასობით იეზიდის მოკვლის, ასევე ჯიხადისტების მიერ მონებად გაყიდული ქალებისა და ბავშვების შესახებ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ”ისლამურ სახელმწიფოს” მიზნად ჰქონდა დასახული იეზიდების სრული განადგურება.

გაეროს კომისიამ მსოფლიო საზოგადოებას იეზიდების გენოციდის აღიარებისკენ  და მათი გადარჩენისთვის ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე