ბრიტანელი დეპუტატი თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 09:52 | 17.06.2016
ნანახია: 1901

ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯო კოქსი თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან სავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა მწუხარება გამოთქვა მისი გარდაცვალების გამო და მომხდარს უდიდესი ტრაგედია უწოდა.

თავდამსხმელი დაკავებულია. პოლიციელთა განცხადებით, ის 52 წლის თეთრკანიანი მამაკაცია. თავდამსხმელმა 41 წლის თემთა პალატის დეპუტატს სამჯერ ესროლა, ერთ-ერთი ტყვია კოქსს სახეში მოხვდა.  სროლისას მამაკაცი სკანდირებდა: ”ბრიტანეთი - უპირველეს ყოვლისა”. ეს ლოზუნგი ულტრამემარჯვენეების პარტიას ეკუთვნის, რომელიც ცნობილია ანტიმიგრაციული აქციებითა და მუსლიმებზე თავდასხმებით. პარტია ასევე მხარს უჭერს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას.

სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ კოქსზე თავდასხმა რეფერუნდუმის შესახებ მის პოზიციას უკავშირდება - დეპუტატი ევროკავშირიდან დიდი  ბრიტანეთის გასვლის წინააღმდეგი იყო

ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის დარჩენის შესახებ რეფერუნდუმი 23 ივნისს უნდა გაიმართოს. ჯო კოქსს ორი შვილი დარჩა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე