ივლისის დასაწყისში საქართველოს ვალტერ შტაინმაიერი ეწვევა
საქართველო, თბილისი - 17:34 | 16.06.2016 ნანახია: 1534
ივლისის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ეწვევა,-ვიზიტის დეტალებზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრაზე ისაუბრეს.
მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ურთიერთობის გამოხატულებად შეფასეს.
შეხვედრის მთავარი თემა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხები იყო. ხაზი გაესვა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ამ პროცესში გერმანის მხარდამჭერ როლს.
ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანიის საგარეო უწყება მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღიარებს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის უსაფრთხოების თემებზე, განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული სიტუაცია. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა გერმანიის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის როლს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ეუთო აქტიურად არის ჩართული კონფლიქტების მოგვარებაში, არის თანათავმჯდომარე ჟენევის მოლაპარაკებების და აქედან გამომდინარე, გერმანიის, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის სიტყვა და ქმედებები არის ძალიან მნიშვნელოვანი.
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრის თქმით, გერმანია მიესალმება საქართველოს მთავრობის მიდგომას, აწარმოოს კონსტრუქციული პოლიტიკა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
საუბრის დასასრულს ითქვა, რომ საქართველოსა და გერმანიის საგარეო უწყებებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს- 2017 წელი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდა.
შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლადო ჭანტურია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















