უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ვანო მაჭავარიანი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 17:26 | 16.06.2016
ნანახია: 1609

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ვანო მაჭავარიანი დაინიშნა, აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააკეთა.

„ის კურირებას გაუწევს საერთაშორისო ურთიერთობებს. ვანო მაჭავარიანს აქვს 25 წლიანი გამოცდილება დიპლომატიურ ურთიერთობებში და უსაფრთხოების საკითხებში, რაც ჩვენი აზრით, ძალიან წაადგება პრეზიდენტის ადმინისტრაციის და უშიშროების საბჭოს საქმიანობას ამ მიმართულებით”, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე