გიგა ბოკერიასა და გიორგი მარგველაშვილს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 17:23 | 16.06.2016
ნანახია: 1428

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე გიორგი მარგველაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერია შეხვედრაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს.

როგორც ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტთან ძალიან ხშირად დადიან პოლიტიკური პარტიის ლიდერები და მათი წარმომადგენლები.

„ვისი ინიციატივით ინიშნება ასეთი შეხვედრები, ჩემთვის ნამდვილად არ არის ცნობილი. ეს არ იყო პირველი, ერთადერთი და გამონაკლისი შემთხვევა, შესაბამისად, ამაში უჩვეულოს ვერაფერს ვერ ვხედავ. რაც შეეხება  იმას, თუ რა საკითხები განიხილებოდა, დღევანდელ შეხვედრაზე მე არ ვიყავი, შესაბამისად, ნამდვილად ვერ გეტყვით, რაზე იყო იქ საუბარი. ეს იყო დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რაც ძალიან ჩვეულებრივი ამბავია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე