18 ივნისს სტარტს აიღებს საქართველოს ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში

საქართველო, თბილისი - 15:50 | 16.06.2016
ნანახია: 1893

18 ივნისს სტარტს აიღებს საქართველოს ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში. ტურნირი ტრადიციულად თბილისის ტურით დაიწყება, შემდეგ საქართველოს ქალაქებს მოივლის და დედაქალაქში დასრულდება.

საქართველოს 3X3 კალათბურთის ჩემპიონატისთვის შესარჩევი ტურები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორსა და რუსთავში გაიმართება, რომლებშიც 12 საუკეთესო გუნდი გამოვლინდება და საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ფინალურ ტურნირში იბრძოლებს.

თბილისის შესარჩევი ტური 18-19 ივნისს გაიმართება და ფინალურ ეტაპზე 8 საუკეთესო გადავა. დანარჩენი ქალაქებიდან კი ფინალური ეტაპის საგზურს მხოლოდ ტურის გამარჯვებულები მოიპოვებენ.

თბილისის შესარჩევი ტურისთვის რეგისტრაცია დაწყებულია. ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ კალათბურთელებს 16 წლიდან. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე