პრემიერი: ვცდილობთ, რომ ავიცილოთ რუსეთთან მტრული რიტოტიკა

საქართველო, თბილისი - 14:12 | 16.06.2016
ნანახია: 1424

მუდმივად ვცდილობთ, რომ ავიცილოთ რუსეთთან მტრული რიტოტიკა, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკერთან შეხვედრისას გააკეთა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„მუდმივად ვცდილობთ, რომ ავიცილოთ რუსეთთან მტრული რიტორიკა. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ შევცვალეთ მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, იმ კუთხით, რომ გავხდით მაქსიმალურად კონსტრუქციულები, მაგრამ აქ არ არსებობს არანაირი კომპრომისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით. ვცდილობთ, რომ ხალხთა შორის ურთიერთობა აღვადგინოთ. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს გარკვეული მოცულობით ვაჭრობა რუსეთთან, ჩვენ გვაქვს ტურისტული ურთიერთობები და ვცდილობთ, მოვახდინოთ კომუნიკაცია იმისი, რომ საქართველოს ამა თუ იმ ბლოკში გაწევრიანება არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. საქართველო ამით არ იქნება უფრო მტრული, ვიდრე შეიძლება იყოს სხვა ვითარებაში. ჩვენ გვაქვს ტერიტორიული, ოკუპაციის პრობლემები, მაგრამ ჩვენი მიდგომა არის მაქსიმალურად კონსტრუქციული, რომ დავწიოთ ტემპერატურა ამ კონფლიქტში, მშვიდობიანად ვისაუბროთ კონფლიქტის გადაწყვეტაზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე