გიორგი მღებრიშვილი: კრიმინალმა არ შეიძლება იქონიოს გავლენა ევროპაში თავისუფალ მიმოსვლაზე

საქართველო, თბილისი - 11:53 | 16.06.2016
ნანახია: 1427

პრემიერის ვიზიტს გერმანიაში და კანცლერ მერკელთან გამართულ შეხვედრას დადებითად აფასებენ საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები.

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, დადასტურდა გერმანიის მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის პროცესისადმი.

გიორგი მღებრიშვილის თქმით კი, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შესრულებულია და არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კრიმინალი არ არის ვიზალიბერალიზაცის პროცესის გაჭიანურების მიზეზი.

„ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შესრულდა 100 პროცენტით. საფუძველი არ არსებობს უარის თქმის. ასევე, კრიმინალმა არ შეიძლება იქონიოს გავლენა ევროპაში თავისუფალ მიმოსვლაზე,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე