დავით ბაქრაძე: გერმანიის უმაღლესი ხელისუფლისგან მივიღეთ დადასტურება, რომ საქართველომ ყველაფერი შეასრულა

საქართველო, თბილისი - 11:45 | 16.06.2016
ნანახია: 1241

მმართველი გუნდის შეფასებით, გერმანია მხარს უჭერს საქარველოს ვიზალიბერალიზაციას, რაც პრემიერისა და მერკელის შეხვედრაზეც დადასტურდა.

ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველო სექტემბრისთვის მაინც მიიღებს ევროპის მხრიდან უვიზო მიმოსვლაზე დადებით გადაწყვეტილებას.

„ჩვენ უმაღლესი გერმანელი ხელისუფლისგან მივიღეთ დადასტურება იმისა, რომ საქართველომ ყველაფერი შეასრულა. გერმანია ამ პროცესს მხარს უჭერს,“ - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე