ანგელა მერკელი: ნატოსთან დაკავშირებით ვიპოვეთ პაკეტი, რაც საქართველოსთვის შევქმენით

საქართველო, თბილისი - 17:02 | 15.06.2016
ნანახია: 1301

ნატოსთან დაკავშირებით ვიპოვეთ პაკეტი, რაც საქართველოსთვის შევქმენით, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანია საქართველოსთან ავღანეთთან დაკავშირებით კარგად თანამშრომლობს. 

„რაც შეეხება ნატო-ს, ვიპოვეთ კარგი გადაწყვტილება - პაკეტი, რომელიც საქართველოსთვის შევქმენით. ჩვენ გიორგისთან, საქართველოსთან მშვენივრად ვთანამშრომლობთ ავღანეთთან დაკავშირებით. ვარშავაშიც ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რა დამატებითი საშუალებები არსებობს პაკეტის  „ნატო ჯორჯიან საბსენთენშენის“ ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის  კუთხით. ამით კარგი საფუძველი შევქმენით ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვის.“, - განაცხადა მერკელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე