გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს ხვდება

საქართველო, თბილისი - 15:27 | 15.06.2016
ნანახია: 1453

გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის  პატივსაცემად, ფედერალურ კანცელარიაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. 

მტავრობვის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილს ფედერალურ კანცელარიაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მასპინძლობს.  

დახვედრის ოფიცილურ ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები. გიორგი კვირიკაშვილი და ანგელა მერკელი ორი ქვეყნის მთავრობის წევრებს მიესალმნენ. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, დაიწყო ორი ქვეყნის ლიდერების სამუშაო შეხვედრა, რომელიც გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და ანგელა მერკელი ერთობრივ პრესკონფერენციას გამართავენ. 

ქეთევან ქარდავას ფოტო

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე