„თავისუფალ დემოკრატებს“ ზურაბ მაჭავარიანი შეუერთდა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 15.06.2016
ნანახია: 1881

პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ ზურაბ მაჭავარიანი შეუერთდა. ზურაბ მაჭავარიანი ბაღდათი-ხარაგაულის რაიონის «თავისუფალი დემოკრატების“’ წარმომადგენელი იქნება და ადგილობრივ ორგანიზაციებს უხელმძღვანელებს.

„ზურაბ მაჭავარიანისთვის მშობლიურია, როგორც ბაღდათის -ასევე ხარაგაულის რაიონი. ბაღდათი-ზურაბის დედულეთია. თამარ გურგენიძე დამსახურებული მასწავლებელი, მრავალი თაობის აღმზრდელი ბაღდათის რაიონის სოფ. წითელი ხევის საშუალო სკოლაში. ზურაბ მაჭავარიანი მედიცინის მუშაკი გახლავთ-წლების განმავლობაში მუშობდა ხარაგაულში, აქვს მუშაობის გამოცდილება კერძო ბიზნესში. მე დარწმუნებული ვარ ზურაბ მაჭავარიანი თავის გამოცდილებას მაქსიმალურად გამოიყენებს რაიონის განვითარებისთვის და ენერგიას არ დაზოგავს იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესი ცხოვრება და მომავალი შევთავაზოთ ბაღდათელებს და ხარაგაულელებს'', - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე