ბათუმის ანბანის კოშკში გასართობი ობიექტები ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოდან უნდა ამოქმედებულიყო
საქართველო, თბილისი - 13:29 | 15.06.2016 ნანახია: 3381
ბათუმის ანბანის კოშკში გასართობ ობიექტებს ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბრიდან უნდა დაწყო, თუმცა ინვესტორმა „Boost Spain S. I." ვალდებულებები დროულად ვერ შეასრულა.
როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, შეუსრულებელი ვალდებულებებისათის ინვესტორ კომპანიას 15 ივნისის მდგომარეობით 1 მლნ 470 ათასი ლარის მოცულობის ჯარიმა ერიცხება.
თუმცა თავის მხრივ „Boost Spain S. I." მთავრობას აღნიშნული ჯარიმის ჩამოწერას სთხოვს.
ირკვევა ისიც, რომ ჯარიმის პატიებასთან ერთად „Boost Spain S. I."-ს არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაც სურს, რაც პროექტის რეალიზების ვადაში გადაწევას გულისხმობს.
„აჭარის მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტიელბას პირობების ცვლილებებისა და პირგასამტეხლოსგან პირობებით გათავისუფლების თაობაზე“, განმარტავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ ინვესტორსა და აჭარის მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გარე ტერასა და კაფე კოშკში 2015 წლის აგვისტოს ბოლომდე, ხოლო მთლიანი შენობა ექსპლუატაციაში ოფიციალურად 2015 წლის სექტემბრიდან უნდა შესულიყო.
როგორც “მარკეტერთან” საუბრისას ანბანის კოშკის მარკეტინგის მენეჯერმა ირინა ხომასურიძემ განაცხადა, კოშკში ამ დროისათვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ობსერვატორიისა და ქვედა ტერასის გახსნა იგეგმება 21 ივნისს, ხოლო რესტორნის, – ივლისის ბოლოს. საკონფერენციო დარბაზები კი, 2016 წლის ბოლოს დაიწყებს ფუნქციონირებას.
„მბრუნავი რესტორანი მყუდრო გარემოსა და არაჩვეულებრივ ინტერიერს შესთავაზებს მომხმარებელს. შესანიშნავი ხედი იშლება ობსერვატორიიდან, ასეთი ხედი ბათუმის სხვა არც ერთი წერტილიდან არაა. აქ განთავსებული ფართო ეკრანები საქართველოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციას გვამცნობს და ვფიქრობ, ტურისტები ამით ძალიან დაინტერესდებიან. ობსერვატორია ჯერ არ გახსნილა და უკვე ბევრი უცხოელი ტურისტი მოდის კოშკზე ასვლის სურვილით. ასევე, პანორამული ლიფტები და სხვა სანახაობები ნამდვილად დააინტერესებს არა მხოლოდ უცხოელ ტურისტს, არამად საქართველოს მოსახლეობასაც.
ვთანამშრომლობთ თბილისისა და ბათუმის ტურიზმის დეპარტამენტებთან და გვინდა, რომ კოშკში ამოსულ ტურისტებს მივაწოდოთ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება. ახლა ვგეგმავთ მომსახურე პერსონალის შერჩევას და შესაბამისად, აჭარის მთავრობასთანაც ვთანამშრომლობთ. იმედი გვაქვს, კიდევ ბევრ პარტნიორს შევიძენთ.
ასევე, პერიოდულად მოვამზადებთ სხვასხვა რეკლამებს. ძირითადი აქცენტი სოციალურ ქსელებზე გაკეთდება და შემდეგ, ეტაპობრივად შემოგთავაზებთ სხვადასხვა ღონისძებებსა და აქტივობებს. ანბანის კოშკი ბევრ საინტერესო საღამოსა და დღეს ჰპირდება მომხმარებელს”, აცხადებს ირინა ხომასურიძე.
შეგახსენებთ, რომ ანბანის კოშკი და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი 20 წლის სარგებლობის უფლებით ესპანურ კომპანია Boost Spain-ს გადაეცა.
მხარეებს შორის გაფორმებულ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმში აღნიშნულია, რომ მრავალფუნქციური ობიექტის ამოქმედებიდან სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სარგებლობაში გადაცემული ნაგებობის, ლიფტების, გარე განათების სისტემების, მოვლა-პატრონობა და სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მესაკუთრისათვის გამართულ მდგომარეობაში ჩაბარება, უზრუნველყოს.
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ Boost Spain S.I-ს კოშკის განათებისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს თავად დაფარავს, ეს იმ ფონზე, როდესაც აჭარის ბიუჯეტს ანალოგიური ხარჯი წელიწადში 700 ათასი ლარი უჯდებოდა.
თავის დროზე ანბანის კოშკის მშენებლობა ბიუჯეტს 65 მლნ ლარი დაუჯდა. “საოცრებათა პარკის” ტერიტორიაზე განთავსებული ქართული ანბანისადმი მიძღვნილი თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობის სიმაღლე 135 მეტრია. აღსანიშნავია, რომ ქართული ანბანის ოცდაცამეტივე ასო კოშკზე წარმოდგენილია მხედრულად, ხოლო ანბანის თითოეული ასოს სიგრძე 3 მეტრი და 70 სმ-ია. შენობა მთლიანად რკინისაა და მასში გადაადგილება მხოლოდ ლიფტითაა შესაძლებელი, რომელიც, თავის მხრივ, შემინულ პანორამულ კონსტრუქციას წარმოადგენს.
ქართული ანბანის კოშკი ბათუმის სიმბოლოდ ითვლება და სხვა შენობებისგან იმით გამოირჩევა, რომ იგი ქალაქში ერთ-ერთი მაღალი შენობაა. კოშკის სფერო სამ სართულიანია (ფართი 1252 კვ.მ.). ორი სართული განკუთვნილია მბრუნავი რესტორნისთვის და ოფისისთვის. სფერო ერთი საათის განმავლობაში ერთ სრულ ბრუნს ასრულებს, საიდანაც ქალაქის ხედები არაჩვეულებრივად ჩანს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















