ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:35 | 15.06.2016
ნანახია: 1413

დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართება. შეხვედრას საქართველოდან სამთავრობოთაშორისო დელეგაცია დაესწრება.

მხარეები საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა ძირითად პრიორიტეტებს განიხილავენ.

ქართული მხარე ასოცირების კომიტეტის ფარგლებშიც აპირებს, ისაუბროს ვიზალიბერალიზაციაზე. დღესვე, ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებთ, მათ შორის საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე