„ევროსასამართლოს არ უთქვამს, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია“ - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 10:31 | 15.06.2016
ნანახია: 1773

„კითხვა ყველამ იცის, ევროსასამართლოს არ უთქვამს, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია“, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა.

„ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ თქვა ის, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი. ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის უკანონო პატიმარი. დიახ, წერა-კითხვა ყველამ იცის და ვინც კარგად კითხულობს, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, ძალიან მარტივად ნახავს, რომ  მსგავსი რამ არათუ არ უთქვას ევროპის სასამართლოს, უფრო მეტიც, მან თქვა, რომ არ დარღვეულა  ევროპული კონვენციის მე-5.1 მუხლი. ეს არის ის მუხლი, რომელიც იყო გასაჩივრებული და ეხება პატიმრობის კანონიერების საკითხს“, - განაცახადა ეკა ბესელიამ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე