დიმიტრი ქუმსიშვილი მცხეთაში ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 20:31 | 14.06.2016 ნანახია: 1579
ორმოცამდე ადამიანი დასაქმდება მცხეთაში „ჯინო ჰოლდინგის" ახალ სასტუმროში, რომლის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. მცხეთაში ასევე იმყოფებოდნენმცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე,მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და სხვა ოფიციალური პირები.
სასტუმრო "ჯინოველნესმცხეთა“ ევროპულიბრენდის, „ჯინოჰოლდინგის" პროექტია, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა წარმოდგენილი. სასტუმროში განთავსებულია 46 საწოლიანი 22 სასტუმროოთახი, საკონფერენციო დარბაზი 100 კაცზე, პანორამული ლიფტი, რესტორანი, ლაუნჯბარი, ველნეს-სპაგანყოფილება, ღიააუზი, ეზო-ბაღი "ოაზისი", ტერასაჯაკუზი 70-80 კაცზე და ა.შ. სასტუმროს ასაშენებლად 1 473 000 ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.
„ჯინო ჰოლდინგისთვის“ ეს არის უკვე მეოთხე ობიექტი. ძალიან წარმატებული პროექტია.მე მინდა მივულოცო მცხეთელებს, მივულოცო ყველა ჩვენს სტუმარს კიდევ ერთი პატარა, მაგრამ ლამაზი სასტუმროს შემატება. აქ არის ველნესის ნაწილიც - სასტუმროში შესაძლებელია დასვენებაც და განსაკუთრებული გამაჯანსაღებელი პროცედურების მიღებაც. მინდა მთელი გულით მივულოცო დამფუძნებლებს და მენეჯმენტს წარმატება. მხოლოდ თავდაუღალავი შრომით არის შესაძლებელი ის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღოთ ხოლმე ისეთი პროდუქტი, რომელსაც დღეს აქ ვხედავთ“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„ჯინოველნეს მცხეთას" ინვესტორის, ბიზნესმენ ნოდარ გიორგაძის განცხადებით, კომპანია საქართველოში მომავალშიც ასევე აქტიურად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. კომპანიის საინვესტიციო პორტფოლიოში უკვე არის რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი, მათ შორის - ბაკურიანის დასასვენებელი გასართობი ცენტრის მშენებლობა, საქართველოს კემპინგების ქსელის მშენებლობა და განვითარება და თბილისის ზღვაზე, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიებზე მწვანე ეკოქალაქის მშენებლობა.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















