ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობა სამედიცინო სერვისებს მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში მიიღებს
საქართველო, თბილისი - 13:27 | 14.06.2016 ნანახია: 3681ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობა, დღეიდან, პედიატრიული და მოზრდილთა სტაციონარული სერვისების ადგილზე მიღებას შეძლებს, - მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი, 100-საწოლიანი მრავალპროფილური ჰოსპიტალი, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან, "ჰუალინგ ჯგუფის"გენერალურ დირექტორ ვანგ შენგსინისთან და „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის" გენერალურ დირექტორ თეა ახალაძესთან ერთად გახსნა.
პროექტში, კომპანია "თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა", „ჰუალინგ ჯგუფთან" ერთად, 4,5 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 447 ადამიანი დაასაქმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობას, რომელსაც სამედიცინო მომსახურებისმიღება ქალაქის სხვა რაიონებში უწევდა, ამიერიდან მაღალტექნოლოგიური კლინიკა საკუთარ რაიონში მოემსახურება.
„ინვესტორი გახლავთ „ჰუალინგ ჯგუფი", რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორი. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება. ეს მრავალპროფილური ჰოსპიტალი ამ რაიონისთვის, ვაზისუბნის და ვარკეთილის მოსახლეობისთვის, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია. მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ასეთი ობიექტის არსებობა, რომელიც ამ მიდამოებში არ იყო და ახალია. აქ 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და თითქმის 5 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდა", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში ინვესტიციებს აფართოებს და ამის შესახებ მოლაპარაკებები 2014 წელს ურუმჩიში მისი ვიზიტისას გაიმართა. პრემიერმა ასევე გაიხსენა, ცოტა ხნის წინ, ჩინეთის პირველი ვიცე-პრემიერის წარმატებული ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც საუბარი ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხო.
„უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ბევრ ინვესტიციას უნდა ველოდოთ ჩინეთიდან. დღესაც, მე ვხვდები რამდენიმე ბიზნესჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც ლოგისტიკური და სატრანსპორტო ინვესტიციებით არიან დაინტერესებული. მინდა, ყველას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია. კიდევ არაერთი ასეთი ობიექტი გაიხსნება ამ მიდამოებში, რაც ძალიან სასიხარულოა", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















