როგორ დავზოგოთ მეტი საკრედიტო ბარათით სარგებლობისას
საქართველო, თბილისი - 11:02 | 14.06.2016 ნანახია: 1566
როგორ დავზოგოთ მეტი საკრედიტო ბარათით სარგებლობისას? რჩევები თიბისი ბანკის რეგიონალური დირექტორის ლევან დიასამიძისგან.
- რა არის საკრედიტო ბარათი და რით განსხვავდება სადებეტო პლასტიკური ბარათისგან?
- პლასტიკური ბარათი თანამედროვე საბანკო სისტემის განუყოფელი ნაწილია, მისი საშუალებით შესაძლებელია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოახდინოთ ანგარიშსწორება შეძენილი პროდუქტის ან მიღებული სერვისის სანაცვლოდ. ასევე შესაძლებელია თანხის განაღდება და კონვერტაცია.
პლასტიკური ბარათები ძირითადად ორ ტიპად იყოფა - სადებეტო და საკრედიტო ბარათები.
საკრედიტო ბარათის ძირითადი განმასხვავებელი სადებეტო ბარათისგან არის ის, რომ მომსახურე ბანკი წინასწარ განსაზღვრული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში გაძლევთ საშუალებას მარტივად ისარგებლოთ სესხით, ხოლო სადებეტო ბარათით მხოლოდ თქვენს ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება შეგიძლიათ.
- რა არის ბარათის მომსახურების ყოველწლიური საკომისიო და როდის ხდება მისი გადახდა?
- თითქმის ყველა ტიპის პლასტიკურ ბარათს გააჩნია წლიური მომსახურების საკომისიო (თუ, რათქმაუნდა, კონკრეტული ბანკის მიერ სპეციალური შეთავაზების ფარგლებში ეს საკომისიო გაუქმებული არ არის).
ყოველწლიური საკომისიოს გადახდა ხდება წინასწარან წელიწადში ერთხელ. აღნიშნული საკომისიოს მოცულობა დამოკიდებულია ბარათის ტიპზე (Electron, Classic, Gold და ა.შ.) შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვისარგებლოთ ისეთი ბარათით, რომელიც მორგებული იქნება ჩვენს საჭიროებებზე და ამგვარად,დავზოგავთ ყოველწლიურ საკომისიოს.
ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ წლიური მომსახურების საკომისიოს გარდა, ჩვენ გვიწევს საკომისიოს გადახდა თანხის განაღდებისას, რომელიც სხვადასხვა ბანკის შემთხვევაში განსხვავებულია.
- რა არის საკრედიტო ბარათის საშეღავათო პერიოდი და როგორ ვისარგებლო „უპროცენტო“ კრედიტით?
- საბანკო ბაზარზე უამრავი ტიპის საკრედიტო ბარათია, რომლებიცგანსხვავდებიან ერთმანეთისაგანსესხის ანუ საკრედიტო ლიმიტით ოდენობით, სარგებლობისპროცენტით, საშეღავათო პერიოდით და ა.შ.
რეალურად ბარათის სწორად შერჩევისა და გამოყენების პირობებში ჩვენ შეიძლება,ფაქტობრივად, უფასოდ ვისარგებლოთ საკრედიტო ლიმიტით. მაგალითად, არსებობს ბარათი ერთჯერადი 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით და შემდგომ, 55 დღიანი პერმანენტული საშეღავათო პერიოდით. რაც იმას ნიშნავს, რომ ლიმიტის დამტკიცებიდან 3 თვის განმავლობაში თქვენ უპროცენტოდ სარგებლობთ თანხით. ხოლო ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ თქვენ საშუალება გაქვთ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით, თანხის ათვისებიდან 55 დღის განმავლობაში. თუ თქვენ თანხის ათვისებიდან - 55 დღეში დაფარავთ ათვისებულ საკრედიტო ლიმიტს, თქვენ არავითარი პროცენტი არ დაგერიცხებათ. შემდეგ ისევ აითვისებთ და ისევ 55 დღეში დაფარავთ.
- რა არის დაანგარიშების თარიღი?
- ბარათის ლიმიტის დამტკიცება ითვლება დაანგარიშების თარიღად. მაგალითად, თუ თქვენ საკრედიტო ლიმიტი დაგიმტკიცდათ თვის 15 რიცხვში, პროცენტის და ძირის დაფარვა მოგიწევთ ყოველ 15 რიცხვში. ანუ, თუ თქვენ შეიძინეთ რაიმე ნივთი 10 რიცხვში, თქვენ დაგიანგარიშდებათ პროცენტი 10-დან და 15-ამდე და გექნებათ დასაფარი 5 დღის %. ეს რათქმაუნდა, იმ შემთხვევაში, თუ 55 დღიანი საშეღავათო პერიოდი უკვე გასულია.
- რამდენის გადახდა მიწევს ყოველთვიურად, როგორ ხდება დაანგარიშება?
- 55 დღიანი საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ, ყოველთვიურად ჩვენ გვიწევს ათვისებული თანხის პროცენტის და ძირის გადახდა, რომელიც დაიანგარიშება ათვისებული დღეების შესაბამისად.
- რას ურჩევდით მომხმარებელს?
- იქედან გამომდინარე, რომ პლასტიკური ბარათები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, მნიშვნელოვანია, კარგად გავერკვეთ მათში და ეფექტურად გამოვიყენოთ ისინი.
ჩემი რჩევაა, ბარათის აღებამდე დეტალურად გავეცნოთ მათ სარგებლობასთან დაკავშირებულ პირობებს (საკომისიოებს) და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება ბარათის ტიპზე. გადაწყვეტილების მიღებისას ნუ შემოვიფარგლებით მხოლოდ ბარათის ფერით ან პრესტიჟულობით, მთავარია მისი პირობები იყოს ჩვენთვის მისაღები და მოსახერხებელი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















