დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ეკონომიკაში როგორ კარგადაც არ უნდა მიდიოდეს მდგომარეობა, კერძო ბიზნესს ყოველთვის მეტი უნდა
საქართველო, თბილისი - 17:08 | 13.06.2016 ნანახია: 1505
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრებს შეხვდა, მათ ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა გააცნო და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციას შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კერძო სექტორთან ქვეყანაში არსებული ვითარების განხილვა უაღრესად მნიშვნელოვანია.
„კერძო სექტორთან შეხვედრა და მათთან ქვეყანაში არსებული მდგომარეობის განხილვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გავაცანი 2015 წლის შემაჯამაბელი მონაცემები, ასევე ვისაუბრეთ 2016 წლის პირველი კვარტლის შედეგებზე. მოგეხსენებათ, 2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 376 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა..
დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე და იმ შიდა და საგარეო ფაქტორებზე, რომლებიც მასზე გავლენას ახდენენ. მისი განცხადებით, რეგიონში არსებული კრიზისული ვითარების მიუხედავად, საქართველომ შეძლო ეჩვენებინა საპროგნოზოზე მეტი ეკონომიკური ზრდის ტემპი და ამ მაჩვენებლით რეგიონში ლიდერის პოზიცია დაიკავა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ბიზნეს-ასოციაციის წევრებს გააცნო ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც არსებობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მატების მიმართულებით.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ეკონომიკაში როგორ კარგადაც არ უნდა მიდიოდეს მდგომარეობა, კერძო ბიზნესს ყოველთვის მეტი უნდა და საქართველოს მთავრობა ამას მიესალმება.
შეხვედრაზე განხილული იყო ბიზნესისთვის საინტერესო საკითხების მთელი სპექტრი. მათ შორის, საუბარი წარიმართა დავებისა და კონტრაქტების აღსრულების სწრაფი მექანიზმის შემუშავებაზე. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამ საკითხზე მალე საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. „ერთადერთი, რაც შემიძლია დღეს მოგახსენოთ, არის ის, რომ ჩემი პირადი ხელმოწერით, ეკონომიკურმა ბლოკმა მიმართა სასამართლო ხელისუფლებას, სადაც მათ შესთავაზა ღია და გამჭვირვალე პლატფორმის შექმნა. ამ საკითხზე ცოტა ხანში მათი მხრიდანაც გვექნება პასუხი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ბიუროკრატიას და სწრაფად მისაღებ გადაწყვეტილებებს, რომელიც, ვიცე-პრემიერის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად იყოს მიღებული, რათა ბიზნესმა თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს.
დასასრულს, გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით რეგულარულად გაიმართება.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















