ყვარელში 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს

საქართველო, თბილისი - 12:02 | 13.06.2016
ნანახია: 1416

ყვარლის რაიონის სოფელ ალმატში 17 წლის მოზარდი იარაღით მოკლეს. ადგილობრივების თქმით, ახალაგაზრდა სოფელში სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მისივე თანასოფლელებმა მიაკითხეს და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. 

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და უკვე დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე