ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს თანამშრომელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:26 | 13.06.2016
ნანახია: 1300

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“- ს კახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომელი, ივანე გვიმრაძე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 650 ლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს უფლება მისცა, მის დაქვემდებარებაში არსებული  სატყეო უბნის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შესულიყო და უკანონოდ მოეჭრა დიდი ოდენობით ხე-ტყის სამასალე და საშეშე მერქანი.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე