საკრებულოში ბატალიონის „თბილისი“ მოხალისეთა მემორიალური დაფა გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 15:37 | 09.10.2015 ნანახია: 2875თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების ინიციატივით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში აფხაზეთის ომის დროს გმირულად დაღუპული ბატალიონის „თბილისი“ მოხალისეთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფა გაიხსნა.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე -გიორგი ალიბეგაშვილი, პირველი მოადგილე-გიორგი ტყემალაძე, მოადგილეები: მალხაზ მჭედლიშვილი, გიორგი ახვლედიანი, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები: რიმა ბერაძე, დავით უთმელიძე, ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები და ასევე, ბატალიონის „თბილისი“ მოხალისეები ესწრებოდნენ.
მემორიალური დაფა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ბატალიონის „თბილისი“ მოხალისეთა მეთაურმა აკაკი ქავთარაძემ გახსნეს.
„აფხაზეთის ომში წასული მოხალისეების ნაწილი გმირულად დაეცა ქვეყნის თავისუფლების ბრძოლაში, სწორედ მათი გვარები და სახელებია ჩამოწერილი ამ დაფაზე, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ იცოდეს თუ ვის მხრებზე დგას ჩვენი სახელმწიფო“,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის შალვა ოგბაიძის თქმით,თბილისის საკრებულოში მის გახსნას სიმბოლური მნიშველობა აქვს, რადგან 1993 წელს სწორედ ამ შენობიდან მოხდა აღნიშნული ბატალიონის მოხალისეთა ნაწილის ომში გაცილება და დალოცვა. „წლების წინ, სწორედ აქ, ძველი მერიის შენობაში გმირულად დაღუპული ბიჭების ხსოვნის უკვდავსაყოფად გაკეთდა მემორიალური დაფა, რომელიც შენობის რეკონსტრუქციის დროს დაიკარგა. საბედნიეროდ დღეს საკრებულოს დეპუტატებისა და ბატალიონის „თბილისი“ მოხალისეების ინიციატივით მემორიალური დაფა აღდგა და დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი საკრებულოში, რათა ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი აფხაზეთი და ომში გმირულად დაღუპული ბიჭები“ ,-განაცხადა შალვა ოგბაიძემ და დასძინა, რომ საქართველო ვერ იქნება გამარჯვებული და წელში გამართული, თუ კი დაკარგული ტერიტორიები არ იქნება დაბრუნებული. მისივე თქმით, სწორედაც სიმბოლურია რომ ამ მემორილურ დაფას მთლიანი საქართველოს კონტური ამშვენებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















