საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრის ბრალდებებს ეხმაურება
საქართველო, თბილისი - 16:13 | 10.06.2016 ნანახია: 1785
საკონსტიტუციო სასამართლო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, გამოეხმაუროს იუსტიციის მინისტრის მორიგ უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო ბრალდებებს. საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევისგან. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, განურჩევლად იმისა, თუ რომელ კოლეგიას განეკუთვნებიან ისინი, მოქმედებენ კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად. საფუძველს მოკლებულია საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების რაიმე ნიშნით განსხვავება. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე შეახსენებს ყველა დაინტერესებულ პირს, რომ სამოსამართლეო ეთიკა შესაძლებლობას არ აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ჩაერთონ პოლემიკაში საჯარო მოხელეებთან ან პოლიტიკოსებთან. ამიტომ სასამართლო მოუწოდებს ხელისუფლების, მმართველი პოლიტიკური გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე მედიას, გამოიჩინონ კორექტულობა საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც ინსტიტუციის, ასევე მისი წევრების შესახებ მოსაზრებების გამოთქმისას. იუსტიციის მინისტრის მიერ ტელეკომპანია „იმედის’ ეთერით გაკეთებული ცილისმწამებლურ და შეგნებულად მცდარ განცხადებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ თვლის აღნიშნოს: საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მიზნით, იუსტიციის მინისტრი ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ პირველი კოლეგიის წევრებს აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება ბ-ნ ნიკა გვარამიასთან. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მეორე კოლეგიის ოთხივე წევრი სხვადასხვა დროს მუშაობდნენ იმავე საჯარო სტრუქტურებში, სადაც ბატონი ნიკა გვარამია. აბსოლუტურად გაუგებარია, რა ნიშნით გამოყო ქ-მა წულუკიანმა პირველი კოლეგია, რომლის სამ მოსამართლეს არასდროს ჰქონია სამსახურებრივი ან ახლო პირადი კავშირი ბ-ნ ნიკა გვარამიასთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ასევე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ მოქმედი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელთანაც. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ შემოტანილი სარჩელები, რიგითობის მიხედვით განუხილავს როგორც კოლეგიებს, ისე სასამართლოს პლენუმს. შევახსენებთ საზოგადოებას და იუსტიციის მინისტრს, რომ რუსთავი 2-ის ერთი საქმე ამჟამად პლენუმის მიერ იხილება, ისევე როგორც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ორივე სარჩელი სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განიხილა. რაც შეეხება რუსთავი 2-ის იმ საქმეებს, რომელიც მიმდინარე წლის 6 ივნისს ერთ-ერთი მოსამართლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაეცა პლენუმს, პირველ კოლეგიას ეს საქმეები დაეწერა რიგითობის მიხედვით. ვინაიდან სარჩელები ურთიერთდაკავშირებულია, ასეთი სარჩელები გაერთიანდა ერთ საქმედ. ხოლო გაერთიანებულ სარჩელებს ერთი და იგივე კოლეგია განიხილავს. ასეთია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მისი არსებობის 20 წლის მანძილზე.
შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის შეგნებულად ცრუ და შეურაცხმყოფელი განცხადებები სწორედ მის არაჯანსაღ დაინტერესებაზე მიუთითებს პირველი კოლეგიის მიერ ამჟამად განსახილველი საქმეების მიმართ. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დროულად არ იხილავს „რიგითი მოქალაქეების“ სარჩელებს, უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელების აბსოლუტური უმრავლესობა (90%-ზე მეტი) სწორედ „რიგირთი მოქალქეებისა“ და ორგანიზაციების მიერ არის შემოტანილი, მათი განხილვა და გადაწყვეტა ხდება კანონით დადგენილი წესით. ხოლო იუსტიციის მინისტრის თხოვნას, საკონსტიტუციო სასამართლო ადასტურებს, რომ ამჟამად წარმოებაში არის რამდენიმე საქმე, რომელიც 2015 წლამდე იყო შემოტანილი და მათი რაოდენობა არ აღემატება წარმოებაში არსებული საქმეების 8%. ზოგადად, ცალკეულ შემთხვევაში საქმეთა განხილვა/გადაწყვეტის ხანგრძლივი ვადები ობიექტური გარემოებებით არის განპირობებული. ასეთ გამოცდილებაზე მიუთითებს როგორც სხვა ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამოცდილებაც.
საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ მოწოდებს იუსტიციის მინისტრს, განცხადებების გაკეთებისას გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა და შეახსენებს, რომ ის ვალდებულია, დაასახელოს მის წინა განცხადებაში აღნიშნული ყველა ის შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, მისი აზრით, თვითნებურად გაიგძრელეს სამოსამართლეო ვადა", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















