აჭარაში 5*-იანი სასტუმრო Castello Mare Hotel & Wellness Resort სტუმრებს 1 ივლისიდან მიიღებს
საქართველო, თბილისი - 15:46 | 10.06.2016 ნანახია: 3049
აჭარაში განთავსების ობიექტებს 5*-იანი სასტუმრო Castello Mare Hotel & Wellness Resort 1 ივლისიდან შეუერთდება.
სასტუმრო კომპლექსი ციხისძირში ბათუმიდან 17 კმ მოშორებით, მრავალფეროვანი მცენარეებით დაფარულ ულამაზეს ქარაფზე მდებარეობს და სიმაღლიდან გადმოჰყურებს ზღვას.
კომპლექსში 82 საცხორებელი ნომერია, 1 ვილა 3 Delux და 1 საპრეზიდენტო აპარტამენტი. სასტუმრო თავის სტუმრებს სთავაზობს სპა რეკრეაციულ ზონას სატრენაჟორო დარბაზით, დახურული და ღია ინფინიტი აუზით, ჰამამით, 6 სახის საუნით, ჯაკუზით, კოსმეტოლოგიის კაბინეტით, სილამაზის სალონითა და 100-მდე დასახელების გამაჯანსაღებელ-სამკურნალო პროცედურით.
როგორც სასტუმროს მმართველები ამბობენ, 2015 წელი “კასტელო მარეს” მეორედ დაბადების წელია. ავსტრიული საინვესტივიო ჯგუფის Mosimmobilia Immobilien GmbH-ის მეშვეობით განხორციელდა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის Castello Mare Hotel & Wellness Resort -ის შექმნა.
პროექტის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 25 მლნ აშშ დოლარს.
სასტუმრო ასოცირდება პანსიონატ „ნაუკასთან“ (მეცნიერება) რომელიც საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდა. სინამდვილეში ამ ტერიტორიის განვითარების ისტორია იწყება 1900 წლიდან როდესაც სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისას ზღვაში შეჭრილ კლდოვან არეზე აშენდა სახლი სახელწოდებით Castello Mare ( კოშკი ზღვაში), რომელიც იმდროინდელი აჭარის ინტელიგენციის საყვარელი თავშესაყარი ყოფილა.
90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში შექმნილ მძიმე სოციალურ და ეკონომიური პრობლემების გამო პანსიონატმა შეწყვიტა ფუნქციონირება და მთლიადან გაპარტახდა.
კომპლექში განთავსებულია ძირითადი რესტორანი, ლობი ბარი ტერასით და გასარუჯი ზონით, გრილ ბარი ნაძვნარში.
ჩოგბურთის კორტები;
ბოულინგი;
ლაზერული ტირი;
გასართობი ცენტრი კარაოკე ბარით;
საკუთარი პლაჟი;
ღია აუზი ზღვის წყლით;
2 საკონფერენციო დარბაზი;
200 ადგილიანი მრავალფუნქციური დარბაზი;
100 ადგილიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი;
პლაჟზე ჩასასვლელი დახრილი ლიფტები.
სასტუმროს ადგილმდებარეობა და ინფრასტრუქტურა ყველანაერად მორგებულია კორპორატული თუ წარმომადგენლობითი ღონისძიებებისათვის.
სასტუმროში ყველა ნომერი ზღვის ხედითაა და მათი ღირებულება იწყება 165$-დან.
სოციალურ ქსელში ( www.castellomare.com; https://www.facebook.com/hotelcastellomare/; ) აქტიურად ხდება კომპლექსის გაშუქება და უკვე www.booking.com -ზეც ნებისმიერი სტუმარი შეძლებს ნომრის დაჯავშნას.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















