დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველო–ყაზახეთის მთავრობათაშორის კომისიის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა
საქართველო, თბილისი - 11:18 | 10.06.2016 ნანახია: 1427ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთი–საქართველოს სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
თავდაპირველად, დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახურ მხარეს რამდენიმე დღის წინ ქალაქ აქტობეში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამომიუსამძიმრა.
ვიცე–პრემიერმა ყაზახეთს მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა და განაცხადა, რომ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატი იძლევა იმის საფუძველს, რომ ქვეყნებმა გამოცდილება და ინფორმაცია გაცვალონ და განსაზღვრონ თანამშრომლობის განვითარების ძირითადი მიმართულებები. მისი განცხადებით, მოლაპარაკება ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი იყო. მხარეები შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელიიყო. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს შორის დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მიერყაზახეთთან მიმართ არსებულისაქართველოს ვალის საკითხზე მიღწეული შეთანხმება დაასახელა. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენდასარიცხიპროცენტების მექანიზმზე.
ასევე აღინიშნა, რომ სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიზნით ყაზახური მხარე ცვლილებების გატარებას გეგმავს, რათა მულტიმოდალური გადაზიდვების მიმართულებით აღნიშნული ტრანსკასპიური დერეფანი (საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით) პოტენციური გადამზიდავებისთვისკიდევ უფრო კონკურენტული და მიმზიდველი იყოს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისკენ, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისკენ, ბიზნეს–გარემოს გამარტივება–ხელშეწყობისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ.
ვიცე–პრემიერის განცხადებით, რეგიონში არსებული რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, 2015 წელს მშპ–ს ზრდამ 2.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2017–2018 წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 21 სახელმწიფოს შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე იქნება.
ვიცე–პრემიერის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნულ შეთანხმებას შეუძლია შექმნას ხელსაყრელი პირობები ყაზახური ბიზნესისთვისაც, რომელიც საქართველოში საქმიანობას გადაწყვეტს.
თავის გამოსვლაში, ვიცე–პრემიერმა დიდი ყურადღება დაუთმო საქართველოს მთავრობის რეფორმების 4–პუნქტიან გეგმას, რომლის ინიციატივითაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნულირეფორმები მიმართულია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციისკენ.
„საქართველო მნიშვნელოვანი რეგიონალური ჰაბია ვაჭრობისა და ტრანზიტისათვის და საქართველოს მთავრობის მთავარ გამოწვევათა შორისაა ქვეყნის გარდაქმნა ლოგისტიკის რეგიონალურ ცენტრად,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით ტვირთების მიწოდება საქართველოს გავლით შეფერხებების გარეშემოხდეს. ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, გეგმავს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას გეგმავს.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ყაზახეთთან სავაჭრო–ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარებას. 2006–2015 წლებში ყაზახეთიდან საქართველოს ეკონომიკაში განხორციელდა 347 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რომელიცწარმოდგენილია ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებში. მათ შორის, საპორტო ინფრასტრუქტურაში. ასევეორმხრივი ვაჭრობის განვითარებისთვისმნიშვნელოვანი რეზერვი არსებობს.
სიტყვით გამოსვლისასდიმიტრი ქუმსიშვილმა პოზიტიურად შეაფასა თანამშრომლობის შედეგები ტურიზმის სფეროში. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოში ყაზახეთიდან ვიზიტორების რაოდენობა. 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 30 პროცენტით გაიზარდა.
კომისიის სხდომაზე, ასევე, მოხსენება გააკეთა ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა ასეტ ისეკეშევმა, საქართველოს ვიცე–პრემიერთან ერთადსაქართველო–ყაზახეთის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეა.
ყაზახეთის მინისტრის შეფასებით, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ეკონომიკის მოდერნიზაციის მიმართულებით, რაცსხვადასხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებშიც აისახა.
ასეტ ისეკეშევის განცხადებით,ცენტრალური აზიის რეგიონში. ყაზახეთი საქართველოს უმთავრესი სავაჭრო–ეკონომიკური პარტნიორია.მისი თქმით, კომისიამ განსაზღვრა ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა შორისაა, ინვესტიციები, სოფლის მეურნეობა,ენერგეტიკა, ტურიზმი და სხვა. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე. მისი თქმით, ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანიატრანსკასპიური სატრანზიტო დერეფნის განვითარება, რომელიც გულისხმობს ჩინეთისა და ევროპის ბაზრების დაახლოებას. საქართველო ასევე მონაწილეობს აღნიშნულ დერეფანში.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი იყო საპილოტე საკონტეინერო მატარებლების გაშვებაევროპაში ჩინეთიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
კომისიის სხდომაოქმის გაფორმებით დასრულდა. დოკუმენტში ჩაიწერა ის ძირითადი მიმართულებები, რომელთაც ქვეყნები სამომავლოდ განახორციელებენ.
ოქმს ხელი მოაწერეს მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეებმა, საქართველოს ვიცე–პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა ასეტ ისეკეშევმა.
კომისიის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და ყაზახეთის სავაჭრო სამრეწველო პალატებს შორის.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მორიგი ორმხრივი სავაჭრო–ეკონომიკური კომისია 2017 წელს თბილისში ჩატარდება.
პოლიტიკა
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
- არასამთავრობოები გაერო-ს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავენ, განიხილონ საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
- გილოცავთ შობას, მათ შორის რადიკალ მემარცხენე ნაძირლებს - დონალდ ტრამპი
- სტამბოლში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს, რომლებიც, შობისა და ახალი წლის დღესასწაულებისას, სავარაუდოდ, თავდასხმებს გეგმავდნენ
- პუტინი თუ უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებაზე, უკრაინას, რუსეთში რაკეტებისა და დრონების მწარმოებელ ქარხნებზე დარტყმებისთვის Tomahawk-ები უნდა გადაეცეს - ლინდსი გრემი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















