ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 17:52 | 07.06.2016 ნანახია: 2604
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი - აგარა-ზემო ოსიაურის 12-კილომეტრიანი გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სატრანსპორტო ქსელის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საქართველოს ბევრი ტურისტი სტუმრობს, რომლებიც შეძლებენ, ისარგებლონ ჩქაროსნული მაგისტრალით.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ მორიგი მონაკვეთი უნდა გავხსნათ- ეს არის აგარა- ზემო ოსიაურის მონაკვეთის უდიდესი ნაწილი. ძალიან კარგია, რომ ეს ხდება დღეს, ვინაიდან დღეს არის ბევრი ტურისტი ჩამოსული საქართველოში და როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ჩამოსული სტუმრები ისარგებლებენ ამ გზით. პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში დღეს იგეგმება დიდი კონცერტი ბათუმში და უკვე შესაძლებელი იქნება ამ გზით სარგებლობა,"- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მთავრობის ამბიციური გეგმის შესახებ და რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში ქვეყნის სივრცითი განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. მისი თქმით, სივრცითი განვითარების მოდელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი სატრანსპორტო ქსელის მშენებლობაა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა 2020 წლის ბოლოს უმთავრესი სატრანსპორტო არტერიების დასრულებას გეგმავს.
" ჩვენ ვგეგმავთ, რომ წელს გავხსნათ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რიკოთის მონაკვეთი, ანუ ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი. უკვე დაწყებულია ამ პროექტზე ძალიან აქტიური მუშაობა და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში დაიწყება უკვე რეალური მშენებლობითი სამუშაოები. ამას გარდა 2020 წლის დასასრულისთვის და ეს ასე არ იყო დაგეგმილი ნამდვილად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უმთავრესი არტერიები საქართველოსი იქნას დასრულებული. ამ პერიოდისთვის მოგეხსენებათ, რომ ანაკლიის პორტის პირველი ფაზაც დასრულებული იქნება და აღმოსავლეთ-დასავლეთით, ჩრდილოეთ - სამხრეთით ძირითადი მაგისტრალები დასრულდება. ამ პერიოდისთვის ასევე იქნება დასრულებული ძირითადი ტურისტული მიმართულებების დამაკავშირებელი გზები და ეს არის სვანეთისკენ მიმავალი გზა თავისი გვირაბებით; ეს არის ქუთაისი-აბასთუმნის გზა. ქუთაისი ჩვენ უნდა ვაქციოთ საქართველოს შიდა ჰაბად, რომელიც იქნება დამაკავშირებელი ყველა წერტილთან. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გზების პროექტირებას. უკვე წელს დავიწყებთ პროექტირებას მთა-თუშეთში მიმავალი გზისა, ვინაიდან, ამას გაჩნია ძალიან მრავალმხრივი დანიშნულება- ეს არის უსაფრთხოების მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რეგიონი. ვგეგმავთ რაჭის განვითარების მიმართულებით ახალი გზის აშენებას, რომელიც გომსა და რაჭას დააკავშირებს. ეს ყველაფერი მოიტანს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან სტიმულს განვითარებისა,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილ პროექტებში აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორი და საქართველო რეალურად შეძლებს, შეასრულოს აბრეშუმის სარტყლის" შემადგენელი, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ფუნქცია.
"ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის სახელით მსოფლიო ბანკს, სხვა ინსტიტუტებს რომლებიც არიან ჩართულნი ამ უმნიშვნელოვანეს პროექტებში. კომპანია " ბლექ სი გრუპის" წარმომადგენლები იმყოფებიან აქ და ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, მართლაც, უმაღლესი ხარისხით შესრულებული სამუშაოსთვის. საერთოდ უნდა ვთქვა, რომ კერძო სექტორის ჩართულობა უნდა იყოს უფრო მაღალი ასეთ პროექტებში. ჩვენ ახლა დაწყებული გვაქვს ძალიან ბევრ პროექტზე ერთდროულად მუშაობა დიზაინზე და წინასწარ კვლევებს ვატარებთ, მომავალი წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის ამ სამუშაოს დიდი ნაწილი გვექნება დასრულებული და ერთად დაიქოქება ძალიან ბევრი პროექტი. სწორედ ეს იქნება ნამდვილად საქართველოს, როგორც "აბრეშუმის სარტყლის" შემადგენელი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ფუნქციის სრულად ათვისების წინაპირობა,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა გზის გახსნა ასევე მიულოცა ადგილობრივ მაცხოვრებლებს. მისი თქმით, ჩქაროსნული მაგისტრალი მნიშვნელოვან როლს ეკონომიკის განვითარებაში.
"მინდა ასევე მივულოცო ადგილობრივ მაცხოვრებლებს. 500-ზე მეტი ადამიანია ადგილობრივი დასაქმებული მარტო ამ მონაკვეთზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები საცხოვრებელი ადგილის მიტოვების გარეშე შოულობენ თავიანთ სარჩო-საბადებელს , თავიანთ ოჯახებს ინახავენ, ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა, იმისთვის კეთდება, რომ საგზაო არტერიების განვითარებასთან ერთად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის რეგიონები და ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ, ყველანი ერთად ავაგუგუნებთ საქართველოს,"- აღნიშნა პრემიერმა.
აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი ე.წ „აბრეშუმის სარტყელის“ შემადგენელი ნაწილია და ევროპა-აზიის გავლით, ჩინეთში სატრანზიტო მიმოსვლის მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენს. აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთიდან დღეს გაიხსნა 7 კილომეტრი, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება. აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 2 სატრასნპორტო კვანძი, 2 პარალელური ხიდი და 2 გზაგამტარი. მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი.
გზის გახსნის ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი დაესწრნენ.
პოლიტიკა
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
- არასამთავრობოები გაერო-ს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავენ, განიხილონ საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
- გილოცავთ შობას, მათ შორის რადიკალ მემარცხენე ნაძირლებს - დონალდ ტრამპი
- სტამბოლში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს, რომლებიც, შობისა და ახალი წლის დღესასწაულებისას, სავარაუდოდ, თავდასხმებს გეგმავდნენ
- პუტინი თუ უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებაზე, უკრაინას, რუსეთში რაკეტებისა და დრონების მწარმოებელ ქარხნებზე დარტყმებისთვის Tomahawk-ები უნდა გადაეცეს - ლინდსი გრემი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















