ანჯელინა ჯოლის ქალიშვილი სულ უფრო ბიჭს ემსგავსება (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 18:28 | 06.06.2016
ნანახია: 1905

რამდენიმე დღის წინ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ბიოლოგიურ ქალიშვილს შაილოს ათი წელი შეუსრულდა.

ერთი სიტყვით, ამ მომხიბვლელ ბავშვში მსხვილი ტუჩებითა და მომნუსხველი გამოხედვით შეუძლებელია გოგონას ამოცნობა. საქმე იმაშია, რომ შაილოს ყოველთვის ბიჭის ტანსაცმელი აცვია და მოკლე, ბიჭურ ვარცხნილობას ატარებს. ამის გარდა, გოგონა მოითხოვს, რომ მას ჯონი დაუძახონ, სკოლის საფეხბურთო გუნდში კი მეკარეა.

ამის მიუხედავად, ჯოლისა და პიტის თაყვანისმცემლები იმედოვნებენ, რომ შაილოს ბიჭისთვის დამახასიათებელი თვისებები გაუქრება და ზრდასრულ ასაკში ნამდვილ მზეთუნახავად და მამაკაცების გულთამპყრობელად მოგვევლინება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე