„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით თბილისში ავსტრიული საკონდიტრო პროდუქციის საწარმო გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 12:55 | 02.06.2016 ნანახია: 1639
ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს „ბროტმაისტერის“ საკონდიტრო საწარმო დაათვალიერა, რომელიც თბილისში, სოფელ დიღომში მდებარეობს. საწარმო სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა და ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად, ავსტრიულ პურ-ფუნთუშეულსა და საკონდიტრო პროდუქციას აწარმოებს. დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად საკონდიტრო საწარმოში მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ანა კვარაცხელია იმყოფებოდნენ.
შპს „ბროტმაისტერის“ ახალი საწარმოს შექმნისთვის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 240 000 აშშ დოლარს შეადგენს, დასაქმებულთა რიცხვი კი 35 ადამიანს უტოლდება. ახალი ობიექტების გახსნის შედეგად კიდევ 20 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
„ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით, ძალიან კარგად აღჭურვილი კომპანია, სადაც 240 ათასი დოლარის ინვესტიციებია განხორციელებული „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის თანადაფინანსებით. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როდესაც ცოდნა და სახელმწიფოს ხელშეწყობა ერთად ქმნის სამუშაო ადგილებს. კომპანია ძალიან წარმატებულია, აქვს გაფართოების გეგმები, რის შედეგადაც ჩვენ ვნახავთ არაერთ პატარა ფილიალს, კაფეების სახით, უკვე ქალაქის მასშტაბით, სადაც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მწარმოებელს, ყველა ადამიანს, ვისაც კარგი იდეა გააჩნია, ისარგებლონ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით იმისათვის, რომ მათ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ სახელმწიფოსგან“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
კომპანიის დირექტორის, დავით შანიძის განცხადებით, საწარმოში წარმოებული პროდუქციის სარეალიზაციოდ, საწყის ეტაპზე, დაგეგმილია თანამედროვე კაფეტერიის გახსნა, ასევე გაიხსნება სპეციალიზირებული საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულის მაღაზიაც. ქსელის შესაქმნელად თბილისის სხვადასხვა უბანში 7-8 ფილიალის ამოქმედება იგეგმება.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















