ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა

საქართველო, თბილისი - 09:53 | 09.10.2015
ნანახია: 1845

გადაუღებელი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე. 

მეწყერი დაახლოებით, 30 მეტრის მანძილზე, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 55-ე კილომეტრზე ჩამოწვა.

მეწყერის გამო მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებს. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

ფშაველი-ომალო ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც თუშეთს ბართან აკავშირებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე