სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველო, თბილისი - 13:19 | 01.06.2016
ნანახია: 1512

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზაზა ლორია დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  108-ე მუხლით.

სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ  2015 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში,  ზურაბ გორგილაძის ქუჩა №44-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზაზა ლორიამ განზრახ მოკვლის მიზნით, რევაზ გურგენიძესმიაყენა შემავალი ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად რევაზ გურგენიძე, გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში  მიყვანის შემდეგ  გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ზაზა ლორია ბრალდებულის სახით 18 სექტემბერს დააკავეს.

მოსამართლემ ზაზა ლორიას ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე