ტურისტებში აჭარაში მდებარე მწვანე ტბისადმი ინტერესი იზრდება
საქართველო, თბილისი - 12:27 | 01.06.2016 ნანახია: 4550
10 ადგილიდან ერთ-ერთი, რომელიც აჭარაში ჩასულმა ტურისტმა აუცილებლად უნდა ნახოს მწვანე ტბაა. მწვანე ტბა ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, არსიანის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. ტბაზე წასვლა გვიან გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომის პირველ ნახევარშია შესაძლებელი. ზამთარში ტბასთან მისვლა შეუძლებელია, თოვლის მაღალი საფარის გამო. მწვანე ტბა განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე.
როგორც აჭარის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, ტურისტებში მწვანე ტბისადმი ინტერესი მზარდია. ცენტრში აცახდებენ, რომ მწვანე ტბით უმეტესად ადგილობრივი ტურისტები ინტერესდებიან.
ბათუმიდან მწვანე ტბასთან პირდაპირი ტრანსპორტი დანიშნული არ დადის, თუმცა მაღალი განვლადობის ავტომობილ;ების დაქირავება ადგილზე შესაძლებელია.
ტურიტს ასევე შეუძლია ბათუმიდან მიკროავტობის საშუალებით ხულოს ცენტრში ავიდეს და ამის შემდეგ დაიქირაოს მაღალი განვლადობის ავტომობილი, რაც მის ხარჯებს უფრო შეამცირებს. ბათუმიდან ხულოს მიმართულებით ტრანსპორტი ყოველ 1 საათში გადის და მგზავრობის ღირებულება 5 ლარია.
ხულოში ასულ ტურისტს კი დეტალურ ინფორმაციას უკვე ხულოს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში მიაწოდებენ. სწორედ აქ მიიღებს ტურისტი ინფორმაციას, თუ სად და ვისგან დაიქირაოს ტრანსპორტი და ასევე შეძლებს მიიღოს ინფორმაცია მწვანე ტბის მიმდებარედ ღამის თევის ადგილების შესახებაც, რაც სოფელ დანისპარაულშია შესაძლებელია და იქ დარჩენა ერთი დღით (3 ჯერადი კვებით) 30-40 ლარია.
აღსანიშნავია, რომ ტბის სანაპიროზე წყლის დონე დაბალია, მაგრამ სიღრმეში ტბის ფსკერი ერთბაშად ღრმავდება და მისი სიღრმე 17 მეტრზე მეტსაც კი აღწევს.
ტბა უზარმაზარ მთებს შორისაა მოქცეული და ნაძვნარითა და წიფლნარითაა შემოსაზღვრული. მშვენიერ ტბას მიწისქვეშა წყაროები ასაზრდოებენ. კამკამა წყალი სარკეში არეკლილ მთებთან ერთად საოცარ სიმშვიდეს და იდილიას ქმნის.
თავად მწვანე ტბა ზღვის დონიდან 2058 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტბის წყალი სასმელად ვარგისია. ტბაში თევზი არ არის.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















