„ვარკრაფტი“ - პირველი ეკრანიზაცია მსოფლიო პრემიერამდე ერთი კვირით ადრე საქართველოში

საქართველო, თბილისი - 15:00 | 24.05.2016
ნანახია: 1831

საქართველოს კინოთეატრებში ყველაზე პოპულარული კომპიუტერული თამაშის ეკრანიზაციის ‘’ვარკრაფტი’’ პრემიერა მსოფლიო პრემიერამდე ერთი კვირით ადრე გაიმართება. ფილმის ნახვის შესაძლებლობა მაყურებელს ქართულ ენაზე 26 მაისიდან, ექნება.

ომი ორკებსა და ადამიანებს შორის დიდი ეკრანებისთვის შთამბეჭდავ სანახაობად იქცა. ორკებმა გადაწყვიტეს, მათთვის უცხო ადგილას დასახლებულიყვნენ და ადამიანთა სამყაროში შეაღწიეს, სადაც წინააღმდეგობას ხვდებიან და აზეროტის მიწაზე ომი იწყება.

ორი ოსკარის მფლობელი, სპეცეფექტების ჯგუფის ხელმძღვანელი, ბილ ვესტენხოფერი, კომპიუტერული თამაშის ‘’Warcraft’’-ს ძველი თაყვანისმცემელია, გადაღებების დროს, ხშირად, შუაღამისას ლოგინიდან დგებოდა იმისათვის, რომ ‘’Warcraft’’ ეთამაშა.

გეიმერები აღფრთოვანებულები არიან კინო ნამუშაევრით,სადაც 2500 ვიზუალური ეფექტია გამოიყენებული და კიბერნეტიკული რეალობა საოცარი სიზუსტით არის გადმოცემული. მისი ნახვა საქართველოს კინოთეატრებში ქართულ ენაზე არის შესაძლებელი.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე