აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება
საქართველო, თბილისი - 12:05 | 31.05.2016 ნანახია: 1730
ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად გახსნილია. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, ტურისტულ სეზონს რეგიონი წელს სიახლეებით ხვდება, როგორც ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნების, ასევე სერვისის გაუმჯობესების კუთხით.
წელს, რეგიონის სტუმრებს აჭარაში ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული სასტუმროები და კვების ობიექტები დახვდებათ.
ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, სტუმრებისთვის აღნიშნული ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების გარანტიას გულისხმობს.
გარდა ამისა, რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ წელს მაღალმთიანი აჭარის ახალი ტურისტული პროდუქტებით ისარგებლონ. მირვეთის ველო მარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტი, ხიხანის სათავგადასვლო მარშრუტი და ქედა-შუახევის გასტრონომიული მარშრუტები ეკოტურიზმის მოყვარულთათვის აჭარის აქამდე უცნობი ტურისტული პროდუქტების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. მარშრუტების შეძენა და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განახლებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში.
სიახლეა რეგიონში სასტუმრო კომპლექსების გახსნის მხრივაც. ზაფხულში ბათუმს არაერთი დაბალბიუჯეტიანი და მაღალი კლასის სასტუმრო და განთავსების ობიექტი შეემატება, რაც 700-ზე მეტ სასტუმრო ნომერს (1400-მდე განთავსების ადგილი) ითვალისწინებს.
საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება ტურისტულ სეზონს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც. წელს, ბათუმის მიმართულებით 5 ახალი ავიკომპანია შეასრულებს ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს ისრაელიდან, ყაზახეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. მათ შორის თელავივიდან ბათუმის მიმართულებით წელს, პირველად ავიაკომპანიები „Israir Airlines და „El Al Israel Airlines“ ასრულებს ჩარტერულ რეისებს. ისრაელიდან ამას ემატება ავიკომპანია „Arkia”, რომელიც წინა წელს განხორციელებული სამთვიანი ფრენების ნაცვლად წელს 10 თვის განმავლობაში შეასრულებს პირდაპირ რეისებს თელ ავივსა და ბათუმს შორის. ახალი ავიაკომპანიები შემოდის ყაზახეთიდანაც. ივნისში, ფრენების განხორცილებას ყაზახეთიდან ორი ახალი ავიაკომპანია „Scat” და „Skybus” იწყებს, მათ შორის Skybus” ყაზახეთის 8 მსხვილი ქალაქიდან. ფრენები იწყება არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდანაც. ივლისიდან, ჩარტერულ რეისებს შარჟა-ბათუმი-შარჟა Air Arabia შეასრულებს. გარდა ამისა, ახალი მიმართულებები დაემატა Ural Airline-საც, რომელიც ჩარტერულ რეისებს ეკატერინგბურგიდან და სამარადან ასრულებს. გასული წლის მსგავსად წელსაც შასრულებს ფრენებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ პოლონეთიდან მოზიდული ყველაზე მსხვილი ტურ-ოპერატორი "Rainbow Tours".
განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება სეზონს რეგიონის ყველაზე ვიზიტირებული ტურისტული ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი.
2016 წლის ზაფხული კულტურული და გასართობი პროგრამების მრავალფეროვნებით გამორჩეული იქნება. ქალაქი უმასპინძლებს ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ბათუმთან ასოცირდება: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF, ანიმაციური ფილმების ფესტივალი "თოფუზი", კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი. სეზონთან დაკავშირებით, ივნისიდან კოლონადებთან სუხიშვილების კონცერტით გაიხსნება პროექტი “ჰით ბათუმი“, რომლის ფარგლებშიც ბათუმში სხვადასხვა ბენდების მონაწილეობით კონცერტები, ფოკლორული შოუები, თეტრალური დღეები და ფესტივალები გაიმართება. 7 ივნისს კი საოცრებათა პარკში Checkin Georgia-ს პროგრამის ფარგლებში აჭარა პოპ როკ ჯგუფის „Maroon 5” –ის გრანდიოზულ კონცერტს უმასპინძლებს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებში ჩატარებული აქტიური პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად რეგიონში ტურისტების მატებას განსაკუთრებით 10 სამიზნე ქვეყნიდან ელოდება.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















