სასამართლომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საქართველო, თბილისი - 13:34 | 30.05.2016
ნანახია: 1580

სასამართლომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის აცილება მოითხოვა. მისი თქმით, ნატა ნაზღაიძე იმყოფებოდა იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელზეც ეს ზეწოლა ხორციელდებოდა.

მანამდე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის კიდევ ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზად კოლეგიამ საკითხის უსაფუძვლობა დაასახელა. ნიკა გვარამია მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვდა. მისი თქმით, წინა კოლეგიაზე ხორციელდებოდა ზეწოლა. 

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე