თეთრიწყაროს რაიონში სოფელ დუმანისთან დამაკავშირებელი გზა წყალმა წაიღო

საქართველო, თბილისი - 09:43 | 30.05.2016
ნანახია: 1596

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თეთრიწყაროს რაიონში. სოფელ დუმანისთან დამაკავშირებელი გზა წყალმა წაიღო, ხევზე არსებული ხიდი კი სარემონტოა და მასზე ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან.

სოფელში მაცხოვრებლების თქმით, ხიდის რეაბილიტაცია 1 წლის წინ დაიწყო თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა პროცესი შეწყდა.

ადგილობრივები დახმარებას და დაწყებული სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე