დიპლომატიური ტურის ფარგლებში ელჩები ანაკლიის პორტის პროექტს გაეცნენ
საქართველო, თბილისი - 14:47 | 29.05.2016 ნანახია: 1550საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ორგანიზებული დიპლომატიური ტურის ფარგლებში საქსრთველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩები ანაკლიის ღრმაწყლივანი პორტის ტერიტორიას ეწვივნენ და ასევე მოინახულეს ცაიშის სასათბურე მეურნეობა.
ანაკლიის პორტის პრეზენტაცია დიპლომატებს წარუდგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, მამუკა ახალაძემ. პრეზენტაციის ფარგლებში მან უცხოელ ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე ქვეყნის ტრანზიტული კორიდორისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აგრეთვე ეწვივნენ ცაიშის სასათბურე მეუნეობას, რომლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და დღეს 9 ჰექტარზეა გაშენებული. მეურნეობის მშენებლობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში. დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია სასოფლო მეურნეობაში პროდუქტის წარმოების შესახებ. მეურნების გახსნის დღიდან დასაქმდა უამრავი ადგილობრივი მაცხოვრებელი.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აგრეთვე ეწვივნენ ცაიშის სასათბურე მეუნეობას, რომლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და დღეს 9 ჰექტარზეა გაშენებული. მეურნეობის მშენებლობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში. დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია სასოფლო მეურნეობაში პროდუქტის წარმოების შესახებ. მეურნების გახსნის დღიდან დასაქმდა უამრავი ადგილობრივი მაცხოვრებელი.
"ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება უცხოური ტექნოლოგიებით სახელმწიფოს დახმარებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შექმნა პროდუქტი, რომელიც შემდეგ საექსპორტო ბაზრებზე იქნება ორიენტირებული და ასევე ქვეყანაში ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას. დიპლომატებმა დიდი ინტერესით მოინახულეს ეს ობიექტი და ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ მათ ქვეყნებში მოხდეს ასევე ამ პროდუქციის ექსპორტი. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობას ყველა ამ ქვეყანასთან, ასევე ინვესტიციების კუთხით მათთან თანამშრომლობას და საექსპორტო ბაზრების განვითარებას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს დიპლომატები ეწვივნენ ამ ობიექტს" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
დიპლომატიური ტური საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „საპარტნიორო ფონდისა" და საქართველოს რკინიგზის თანამონაწილეობით ტარდება.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















