ზაფხულის სეზონის გახნის ღონისძიება მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩევა
საქართველო, თბილისი - 16:00 | 27.05.2016 ნანახია: 1861
28 მაისს, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიება მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩევა. ბათუმის ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრთან მოსული სტუმრები, გარდა სასიამოვნო მუსიკის მოსმენისა, ბევრ საინტერესო და მხიარულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების პროგრამის ფარგლებში დილის 10 საათიდან ღამის 3 საათამდე ზაფხულში დასვენებასთან ასოცირებული 10-მდე მხიარული შეჯიბრება და მასტერკლასია დაგეგმილი ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის. გამარჯვებულებისთვის აჭარაში არსებულმა ტურისტულმა ობიექტებმა სპეციალური პრიზები დააწესეს.
28 მაისის ღონისძიებაზე აქტუალური იქნება ლაშქრობის თემა. მოგზაურობის მოყვარულთათვის ბულვარში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართება პრეზენტაცია და მასტერკლასი „10 რამ, რაც დამწყებმა მოლაშქრემ უნდა იცოდეს“ და „როგორ მოვამზადოთ ყველაზე მსუბუქი სამოგზაურო ჩანთა“. ასევე ჩატარდება შეჯიბრება კარვის სწრაფად გაშლაში. ლაშქრობის თემატიკაზე მოწყობილ სპეციალურ სივრცეში სტუმრებს შეეძლებათ ფოტოსესიების მოწყობა, რასაც უფასოდ პროფესიონალი ფოტოგრაფი უზრუნველყოფს.
13:00 საათზე დაიწყება ველომარათონი ტურისტული სააგენტოებისთვის. მონაწილეები სტარტს ძველი ბულვარის ცენტრალური შესასვლელიდან აიღებენ. პირველ ადგილზე გასული ტურისტული სააგენტოსთვის 2017 წლის ტურისტულ გამოფენაზე 9მ2 საგამოფენო სივრცე იქნება უფასო. მას ასევე გადაეცემა რესტორან „გრანდ გრილი“-ს ორკაციანი ვაუჩერი. მეორე ადგილზე გასულს კი ბათუმველოს 1 წლიანი აბონემენტი 2 ადამიანისათვის და 4 ცალი batumi card-ი ( ბათუმში არსებულ ტურისტული ობიექტების ფასდაკლების ვაუჩერი) გადაეცემათ.
13:30 საათზე დაიწყება და 23:00 საათამდე გაგრძელდება სელფის ჩემპიონატი. სტუმრებმა
ღონისძიების ფარგლებში უნდა გადაიღონ ორიგინალური სელფი და ატვირთონ თავიანთ Facebook გვერდზე #SummerSelfie #VisitBatumi ჰაშთაგებით. აუცილებელია პოსტი იყოს საჯარო. ღონისძიების დასრულებამდე საუკეთესო ორიგინალური ფოტოსთვის გამარჯვებულები აჭარის ტურიზმისა დეპარტამენისა და Like-ების მიხედვით გამოვლინდება. ჩემპიონატის დეტალების ნახვა შესაძლებელია ლინკზე http://goo.gl/WL7Pq5
ღონისძიების ფარგლებში, საზაფხულო თეატრთან ასევე დაგეგმილია ანსამბლ „ხორუმი“-ს ფოლკლორული შოუ. აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრები კი ტურისტებისთვის ქართული ცეკვების მასტერკლასს ჩაატარებენ. საუკეთესოდ მოცეკვავე სტუმარი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება. გარდა ცეკვისა, ტურისტებისთვის დაგეგმილი აჭარული ხაჭაპურის კულინარიული მასტერკლასიც.
გარდა აღნიშნული აქტივობებისა, ასევე დაგეგმილია შეჯიბრებები ლუდის დალევაში, ველოსიპედის ნელა სვლასა და ბაგირზე ბალანსის დაცვაში.
ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ახალი ტურისტული მარშრუტების პრეზენტაციაც. ბათუმში არსებული სასწავლებლების ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ლაშქრობები მაღალმთიანი აჭარის ახალ ტურისტულ მარშრუტებზე: ველო ტური მირვეთში, მაჭახელას თოფის გზა, ღვინის და კულინარიული ტური ვაიოში, სათავგადასვლო ტური შუახევში და ლაშქრობა მტირალაზე. ბულვარის ტურისტულ საინფორმაციო ცეტრთან მოეწყობა ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია.
ღონისძიება დღის 11 საათზე, ბულვარის ცენტრალურ ფანტანებთან წყლის ფარდის შოუთი გაიხსნება. წყლის სამმეტრიან ფარდაზე ბათუმის სარეკლამო ვიდეოპროექციები გავა. ღონისძიებას დილიდან საღამოს რვა საათამდე მსახიობი ზაალ წულუკიძე და მარია მჟავანაძე წაიყვანენ. 20:00 საათზე კი საღამოს „შუა ქალაქის“ მსახიობები ბაჩო ქაჯაია და ნოდარ გურგენაშვილი გააგრძელებენ. დღის განმავლობაში სპეციალური დეკორაციებითა და განათებებით გაფორმებულ ბულვარში ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ბენდების Nemo, Strawberry Fields, Sound Lab და მოსიარულე დრამერების კონცერტებს დაესწრონ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















