”მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდა

საქართველო, თბილისი - 15:21 | 27.05.2016
ნანახია: 2089

”მანჩესტერ იუნაიტედის” საფხბურთო კლუბმა თავის მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშვნა დაადასტურა. კლუბმა პორტუგალიელ სპეციალისტთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მოურიუნიომ შეცვალა 64 წლის ლუი ვანგალი, რომელიც ტრენერის თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა. მწვრთნელის გათავისუფლებას წინ უძღოდა კლუბის წარუმატებელი გამოსვლები. ამ სეზონში ”მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის ჩემპიონატში  მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაში ვერ გავიდა.

53 წლის პორტუგალიელი - მოურუნიო თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. მან 2015 წლის დეკემბერში ”ჩელსის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე