დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველო, თბილისი - 15:12 | 27.05.2016
ნანახია: 1987

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიაში ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოს მეტოქე ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთის ნაკრები იქნება. 

ეროვნული გუნდის მწვრთნელის რანგში მეორე შეხვედრას გამართავს ვლადიმირ ვაისი, რომელიც თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. სლოვაკმა სპეციალისტმა თავისი ქვეყნის ნაკრებთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწია. ასევე, საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი - ვაისის შვილი, უმცროსი ვლადიმირი სწორედ სლოვაკეთის ნაკრებში ირიცხება და დღეს, მამის გაწვრთნილ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება.

შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე