მშვიდობით - ლალი მოროშკინამ საქართველო დატოვა

საქართველო, თბილისი - 14:54 | 25.05.2016
ნანახია: 2504

ლალი მოროშკინამ საქართველო დატოვა, ამის შესახებ ინფორმაციას მოროშკინა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩემო ტკბილო და საყვარელო ადამიანებო,
დასრულდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მონაკვეთი.
ურთულესი წელი მქონდა და მადლობა ყველას თანადგომისთვის. გტოვებთ და თან ჩემს გულს გიტოვებთ...
არვიცი როდის დავბრუნდები,
ან დავბრუნდები თუ არა საერთოდ...
ტკივილამდე მიყვარს საქართველო,არც დავფიქრდები ისე გავწირავ თავს,
მაგრამ დგება მომენტი,როდესაც გვერდზე უნდა გადგე და ისე შეაფასო მოვლენები,
იქნებ მეჩვენება,რომ რაღაც დალპა...
ზუსტად ვიცი,
სადაც არ უნდა ვიყო,
ყველგან ქართულ საქმეს გავაკეთებ და რიგითი ჯარისკაცივით საქართველოს ვემსახურები, მშვიდობით...", -წერს ლალი მოროშკინა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე