ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ დასრულდა
საქართველო, თბილისი - 14:13 | 24.05.2016 ნანახია: 2224
ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ დასრულდა. ვაზიანის სასროლეთზე ქართველმა, ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა ერთობლივი ოპერაცია წარმოადგინეს. დასკვნით საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი, ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალ სერ ადრიან ბრედშოუ და სხვა მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ.
„ყოველი ასეთი სწავლება ქართული შეიარაღებული ძალების ნატოსთან, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, სულ უფრო მეტი სიახლოვის გარანტია. თუმცა, შეიარაღებული ძალების სიახლოვე არ არის საკმარისი და ამ პროცესს სჭირდება პოლიტიკური კონსენსუსი. ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს აქ, ამ მოედანზე საქართველოში გვყავდა წარმოდგენილი ქართული ასეული, რომელიც უკვე ოფიციალურად ნატოს ასეულია, იმის დასტურია, რომ ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში ფუნდამენტური ნაბიჯები გადავდგით და ძალიან წინ წავედით. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, საბოლოო გადაწყვეტილებას სჭირდება 28-ს შორის კონსენსუსი, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, რამდენად ძლიერი, მომზადებული და თავსებადი იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალები,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
საჩვენებელ სწავლებაში ერთობლივი, გაძლიერებული ოცეულის დონის დანაყოფი, 1 ამერიკული M1A2 ტიპის ტანკი „ABRAMS“, ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა „M2 BRADLEY“, T-72 ტიპის ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП 2 მონაწილეობდა. სცენარის მიხედვით, პირობით მოწინააღმდეგეზე პირველი იერიში სნაიპერებმა მიიტანეს. მოწინააღმდეგეზე იერიში ქართულმა ავიაციამაც მიიტანა. მოწინააღმდეგის პოზიციები ქართულ შეიარაღებაში არსებულმა СU-25-მა დაბომბა. საავიაციო იერიშის შემდეგ მოწინააღმდეგეზე შეტევა არტილერიამ და ჯავშანსატანკო დანაყოფებმა განახორციელეს. საჩვენებელი ოპერაცია ქვეითთა შეტევით დასრულდა.
საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016”-ის ფარგლებში სწავლების მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს 24 სამხედრო მოსამსახურეს უწყებრივი მედლები „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ გადასცეს. აშშ-ის ჯორჯიის შტატის მედლებით დაჯილდოვდნენ ქართველი ოფიცრებიც. დაჯილდოების ცერემონიალს და საჩვენებელ სწავლებას საქართველოში აშშ-ისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩები იან კელი და ალექსანდრა ჰოლ ჰოლი დაესწრნენ. ვაზიანის სასროლეთზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ჩატარდა და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობის, თავდაცვა/შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარებოდა. ქართულ-ამერიკული სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა - მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650 და დიდი ბრიტანეთისა ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს 150 სამხედრო მოსამსახურე.
პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, სწავლებაში M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკები „აბრამსები“ მონაწილეობდნენ. წვრთნაში ჩართული იყო ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლები", სამედიცინო საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯავშანმანქანები, ჰამერის ტიპის ჯიპები, C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები და სხვა აღჭურვილობა. სწავლებაში მონაწილეობდა IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული, რომელმაც ნატოს შეფასების II დონე წარმატებით დაასრულა და ნატოსთან სრულად თავსებადი გახდა. დანაყოფს მომდევნო სამი წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ნატოს სწრაფი რეაგირების დანიშნულებით გამოიყენებენ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















